ბოლო ცვლილებები

ხორცის ნახევარფაბრიკატების შემოწმების შედეგები
ძეხვეულის შემოწმების შედეგები
ნიტრატების გაზომვის შედეგები
ჩვენი პუბლიკაციები
გაყინული სკუმბრია „ევროპროდუქტიდან“
სურსათის ეტიკეტირება
თოჯინების შემოწმება
ჩვილთა სათამაშოები აფთიაქიდან
საჭყიპინო და აბაზანის რბილი სათამაშოები
სათამაშოები მოზრდილი ბავშვებისათვის

Consumers International

მომხმარებლის უფლებების დაცვაზე მუშაობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Consumers International.

ამ ორგანიზაციას ჩამოყალიბებული აქვს მომხმარებელთა 8 ძირითადი უფლება და მათ დასაცავად იღწვის. ესენია:

  1. ძირითად მოთხოვნათა დაკმაყოფილების უფლება - არსებითი სამომხმარებლო საქონელი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს;
  2. უსაფრთხოების უფლება - სამომხმარებლო საქონელი უვნებელი და უსაფრთხო უნდა იყოს;
  3. ინფორმაციის მიღების უფლება - მომხმარებელს უნდა გააჩნდეს საკმარისი ინფორმაცია ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად. მომხმარებელთა სეცდომაში შემყვანი პრაქტიკა უნდა აღმოიფხვრას;
  4. არჩევანის უფლება - მომხმარებელს უნდა ჰქონდეს არჩევანი (ანუ შეეძლოს აირჩიოს მისთვის სასურველი პროდუქტი ხელმისაწვდომი ფასისა და მისაღები ხარისხის პროდუქტებისგან);
  5. ხმის უფლება - მომხმარებელთა ინტერესები წარმოდგენილი და გათვალისწინებული უნდა იყოს გადაწყვეტილებათა მიღებისას და ახალი პროდუქცის შემუშავებასა თუ წარმოებისას;
  6. კომპენსაციის უფლება - მომხმარებელთა სამართლიანი პრეტენზიები სწრაფად და ეფექტურად უნდა იყოს განხილული და დაკმაყოფილებული;
  7. განათლების უფლება - მომხმარებელს უნდა შეეძლოს მიიღოს განათლება საქონლის ინფორმირებული არჩევანისა და თავისი უფლებების დასაცავად;
  8. ჯანსაღი გარემოს უფლება - მომხმარებელს უნდა შეეძლოს არ დააზიანის მისი და მომავალი თაობების გარემო.



print version
14:39:41 2013-03-13

კომენტარის დამატება




ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის 1 შესახვევი №5ა, ტელ: 399019/8,

ელ-ფოსტა: office@csrdg.ge
ვებ-გვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge