ბოლო ცვლილებები

კონკურსი ჟურნალისტებისთვის, 2016-17 წწ
ვიდეო #2 - პიროტექნიკა
კარფურში შეძენილი ტკბილეული
სასმელი წყალი გორის რაიონის სოფ. ქვემო შავშვებში
სურსათის ტყვიის შემცველობაზე შემოწმების შედეგები
სამი სახეობის კარაქის შემოწმება გლდანის მარკეტებიდან
ვიდეო #1 - გაფუჭებული სარეცხის მანქანა და საგარანტიო ხელშეკრულება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიდგომა მავნე სურსათის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით
მოსახლეობის ინფორმირება მავნე სურსათის შესახებ

მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ

მომხმარებლის უფლებების დაცვის ძირითადი პრინციპები გაეროს მიერ არის დადგენილი.

1985 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია , რომლითაც მთავრობებს მოეთხოვებათ, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეიმუშავონ და განახორციელონ მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა. ამ პოლიტიკით მათ უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა შემდეგი უფლებების დაცვა:

1. ფიზიკური უსაფრთხოების უფლება - სამომხმარებლო ბაზარზე გამოტანილი პროდუქცია, ნორმალური ან მითითებული გამოყენების პირობებში, მომხმარებლისთვის უვნებელი (უსაფრთხო) უნდა იყოს;

2. ეკონომიკური ინტერესების დაცვის უფლება - მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი;

3. არჩევანის უფლება - პროდუქციის უსაფრთხოების და ხარისხის მოთხოვნები საერთაშორისო მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს;

4. ხელმისაწვდომობის უფლება - არსებითი სამომხმარებლო საქონელი ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს;

5. პრეტენზიის დაკმაყოფილების უფლება - მომხმარებელთა სამართლიანი პრეტენზიები სწრაფად და ეფექტურად უნდა დაკმაყოფილდეს;

6. ინფორმაციის და განათლების უფლება - მთავრობა ხელს უნდა უწყობდეს მომხმარებლების განათლებას და ინფორმირებას;

7. მდგრადი გარემოს უფლება - მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურად, სოციალურად და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი სამომხმარებლო საქონლის წარმოებას და რეალიზაციას;

8. განსაკუთრებული სფეროები - უვნებლობის უზრუნველყოფისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მთავრობათა განსაკუთრებული ყურადღება მიმართული უნდა იყოს სამ სფეროზე: სურსათი, წყალი და ფარმაცევტული საქონელი.




print version
14:37:53 2013-03-13

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge