ბოლო ცვლილებები

კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ბეჭდური პუბლიკაციები
ვიდეო #1 - გაფუჭებული სარეცხის მანქანა და საგარანტიო ხელშეკრულება
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
საინფორმაციო შეხვედრა რუსთავსა და მარნეულში
იმერული სახაჭაპურე
საინფორმაციო შეხვედრა "სურსათის სახელმწიფო კონტროლი"
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს

ბოლო წლების მანძილზე, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების კუთხით არაერთი სისტემური ხასიათის პრობლემა გამოვავლინეთ და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წინაშე დავაყენეთ. მათ შორისაა, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც კომუნიკაცია გვქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. თუმცა, სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, ეს უწყება, სამწუხაროდ, არ გეგმავს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ამ პრობლემების მოსაგვარებლად. კერძოდ,

1. სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) არ ასრულებს კანონის მოთხოვნას მის მიერ აღმოჩენილი მავნე პროდუქტების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირების თაობაზე. პროდუქტების უვნებლობის ნორმებთან გადაჭარბების აღმოჩენის შემთხვევებში სეს არ აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ეს პროდუქტები არ მოიხმარონ. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციისათვის იხ. http://www.momxmarebeli.ge/?menu=&rec=8034

2. ეპიდაფეთქებების დროს სეს თითქმის ვერასოდეს ახერხებს საფრთხის გამომწვევი სურსათის აღმოჩენას და, შესაბამისად, მოსახლეობის წინაშე წარმოქმნილი ჯანმრთელობის რისკების პრევენციას. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციისათვის იხ. http://www.momxmarebeli.ge/?menu=141&rec=8225

3. სეს-ის ზედამხედველი უწყებები - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახელწიფო აუდიტის სამსახური არ ახორციელებენ სეს-ის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისადმი საქმეების გადაგზავნის პროცესის მონიტორინგს, რათა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ერთ უწყებაზე არ იყოს დამოკიდებული. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციისათვის იხ. http://www.momxmarebeli.ge/?menu=141&rec=8225

4. სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების ეფექტიანი განხორციელება ვერ ხერხდება ა) ამისათვის საჭირო მონაცემების, მეცნიერული კვლევების, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დეფიციტის გამო, ხოლო მდგომარეობიდან გამოსვლის გზები არ არის დასახული; ბ) სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი, რომლის პასუხიმგებლობაცაა სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასება, ძალზე არაპროდუქტიულად მუშაობს. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციისათვის იხ. http://www.momxmarebeli.ge/?menu=141&rec=8184

აქედან გამომდინარე, მივმართეთ საქართველოს მთავრობას, განიხილოს ზემოთ დასმული პრობლემები, რომლებიც მნიშვნელოვნად აფერხებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ზემოაღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.

 




print version
17:11:23 2019-05-21

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge