ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
კანონმდებლობა,

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში დაიწყო „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა. შეიქმნა წარმომადგენლობითი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულები იყვნენ საჯარო უწყებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნესის წარმომადგენლები და სპეციალისტები. კანონპროექტი უკვე 2013 წლის ბოლოსათვის იყო მზად, თუმცა, კომიტეტმა მისი ინიცირება მხოლოდ 2015 წელს შეძლო. 2016 წლის მარტში, კანონპროექტის პირველი მოსმენით, ერთხმად მიღების მიუხედავად, კომიტეტმა პროექტი გამოითხოვა, რაც მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობის შედეგი იყო. მას შემდეგ მიმდინარეობს კანონპროექტის დამუშავება, მაგრამ მისი ხელახალი განხილვა და მიღება დღემდე ვერ მოხერხდა.

მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა და სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმები ძალზე ჩამორჩება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასა და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს:

  • ქართველი მომხმარებლისათვის რთულია შელახული უფლებების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება.
  • სასამართლოს გარდა, მთელ რიგ სფეროებში არ არსებობს სახელმწიფო უწყება, რომელსაც მომხმარებელმა შეიძლება დახმარებისათვის მიმართოს, მისი უფლებების შელახვის დროს.
  • საქართველოში გაყიდული პროდუქციის გარანტიის პირობები, ხშირ შემთხვევაში, უარესია პროდუქტის მწარმოებლის მიერ დაწესებულ პირობებზე.  
  • მომხმარებელი არ არის დაცული ხელშეკრულების უსამართლო პირობებისაგან, შეცდომაში შეყვანისაგან და სხვა.

ზემოხსენებული კანონპროექტი, სწორედ ამ და სხვა პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას ისახავდა მიზნად. პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, გასული 5 წლის მანძილზე, თავისუფლად შეიძლებოდა კანონპროექტის დახვეწა და მიღება.

  • მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას გამოავლინონ პოლიტიკური ნება და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობის გაჭიანურებული პროცესი დაასრულონ, საზოგადოების აქტიური მონაწილეობის შენარჩუნებით.
  • მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მიიღოს კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს დაეფუძნება.

 

        ადამიანის უფლებათა ცენტრი

ასოციაცია ,,ათინათი

ასოციაცია ,,დეა

ასოციაცია მერკური

ასოციაცია „სკოლა-ოჯახი-სზოგადოება“

ახალგაზრდული ალტერნატივა

ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის

დამოუკიდებელ ექსპერტთა ეროვნული ასოციაცია

ევროპის ფონდი

ენერგოეფექტურობის ფონდი

იგპ ქალთა ასოციაცია თანხმობა

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი სპექტრი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი

მომხმარებელთა ფედერაცია

რეპატრიანტთა კავშირი

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი

საზოგადოებრივი დამცველი

სამოქალაქო განვითარებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი

სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი

საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო

საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო

ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია

ფონდი ადგილის დედა

ფონდი „გარემო და ჯანმრთელობა“

ფონდი კავკასიის ეკოლოგია

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

 

 




print version
11:24:32 2017-11-21

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge