ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
ჯარიმები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე
საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა

მომხმარებელი ითხოვს სურსათის სათანადო ეტიკეტს

სურსათის ეტიკეტზე მინიმალური საჭირო ინფორმაცია მაინც უნდა იყოს დატანილი!

საქართველოს ბაზარზე გასაყიდად გამოტანილ სურსათზე წარწერები თანდათან მცირდება. აღმოვაჩინეთ შაქარი, რომელსაც შეფუთვაზე წონაც კი არ აწერია (იხ. კომენტარი). 

მივმართეთ საქართველოს პროდუქტების ბაზრის მაკონტროლებელ ორგანიზაციას - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს რეაგირებისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, რეაქციამ არ დააყოვნა: სურსათის უვნებლობის სამსახურმა მითითებული მაღაზიის შემოწმება გადაწყვიტა. თუმცა მეწარმის დაუგეგმავი შემოწმებებისთვის სამსახურს სასამართლოს ნებართვა სჭირდება, ასე რომ მან ჯერ სასამართლოს მიმართა. სასამართლომ საკითხი განიხილა და გამოსცა მაღაზიის შემოწმების ბრძანება, მაგრამ ვინაიდან საქმის განხილვაში მონაწილეობისთვის სასამართომ თვითონ მაღაზიაც მიიწვია, ბუნებრივია შემმოწმებელს ეს შაქარი მაღაზიაში აღარ დახვედრია. მაგრამ ჩვენი მიზანი მაღაზიის დასჯა ხომ არ იყო! ამ ამბის შედეგად მაღაზიამ მიიღო წერილობითი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ გასაყიდად გამოტანილი პროდუქციის ეტიკეტი უნდა შეამოწმოს. იმედია აწი ასეც მოიქცევა. თუმცა, ბუნებრივია, მომხმარებლის საჩივარზე სახელმწიფოს ასეთი რეაგირება არაადექვატურია.

2011 წლის 3 იანვრიდან სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის კანონმდებლობა შეიცვალა. შეიქმნა სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელსაც მიენიჭა სურსათის ოპერატორების კონტროლის უფლება. მათ აგრეთვე მიეცათ უფლება საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს ბრძანების გარეშე შევიდნენ სურსათის ოპერატორთან. 2011 წელს სააგენტოს შეუძლია დარღვევების აღმოცენინას სურსათის ოპერატორებს სანქციები კი არ დააკისროს, არამედ მხოლოდ გააფრთხილოს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებებით, ისინი სწორედ ასე აპირებენ მოქცევას.

2011 წელს სურსათის ეროვნული სააგენტო სულ 200 სურსათის ოპერატორის შემოწმებას გეგმავს (რეგისტრირებული 18 ათასიდან!), რაც ძალზე მცირე რიცხვია. არადა ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევები ყოველ ფეხის ნაბიჯზე, პრაქტიკულად ყველა სავაჭრო პუნქტში გვხვდება. იმისთვის რომ გაგვერკვია, აპირებს თუ არა ამ დარღვევზე სააგენტო რეაგირებას, ჩვენ მას გავუგზავნეთ საჩივარი - შეტყობინება ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევის კონკრეტული შემთხვევის შესახებ.  სააგენტომ გვიპასუხა, რომ ჩვენი შეტყობინება მაღაზიის შემოწმების საფუძველს არ წარმოადგენს. რომ მაღაზიის ინსპექტირებას ისინი განახორციელებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიუვათ წერილობითი შუამდგომლობა სახელმწიფო ორგანოდან ან პოლიციიდან, რომლის საფუძველზეც მიმართავენ სასამართლოს, და თუკი სასამართლო გამოსცემს ბრძანებას მაღაზიის შემოწმების თაობაზე, ინსპექტორები მხოლოდ მაშინ შევლენ მაღაზიაში. ეს განმარტება იმას ნიშნავს, რომ სააგენტო ფაქტიურად არ ცნობს კანონმდებლობის ცვლილებას (კონტროლის ამოქმედებას) და თავის ქმედებებში ისევ მტავრობის შარშანდელი დადგენილებით ხელმძღვანელობს.

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა საკითხში უფრო დეტალურად გარკვევის მიზნით. შედეგებს გაცნობებთ.




print version
13:58:12 2012-04-05

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge