ბოლო ცვლილებები

სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
წარმატების ამბავი - არასაკვები საღებავები სურსათში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
„რძის შემცველი პროდუქტი“ თუ ყველი
წიწიბურა „კალო“
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი

„რძის შემცველი პროდუქტი“ თუ ყველი
რძის ნაწარმი,

მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე 2019 წლის 30 სექტემბერს გვაცნობა, რომ სუპერმარკეტ კარფურის ვაკის ფილიალში პროდუქტი „წეროვანი, რძის შემცველი პროდუქტი“ მაღაზიას განთავსებული ჰქონდა წარწერის ქვეშ „ყველი იმერული 6.80“. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, „რძის შემცველი პროდუქტი“ არ წარმოადგენს რძის ნაწარმს და არ შეიძლება გაიყიდოს რძის ნაწარმის სახელწოდებით, როგორიცაა, ვთქვათ, ყველი, არაჟანი, ხაჭო, თუ სხვა. ამგვარად, მოქალაქის შეფასებით, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შეიძლება მომხმარებელს „რძის შემცველი პროდუქტი“ შეეძინა, როგორც ყველი.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, მივედით მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში, თუმცა აღნიშნული პროდუქტი აღარ იყიდებოდა. 2019 წლის 5 ნოემბერს, იმავე მომხმარებელმა განმეორებით გვაცნობა დარღვევის შესახებ.

2019 წლის 6 ნოემბერს კვლავ მივედით ჭავჭავაძის გამზირის N. 37-ში მდებარე სუპემარკეტ „კარფურში“ , სადაც მართლაც ერთ-ერთ დახლ-მაცივარზე განთავსებული იყო წარწერა „ყველი იმერული 8.90“ და, სხვა პროდუქციასთან ერთად, ელაგა „წეროვანი, რძის შემცველი პროდუქტი“. 

 

ამ ფაქტმა შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი გაყიდული პროდუქციის ნამდვილ ბუნებასთან დაკავშირებით და წარმოადგენს შემდეგი ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევას: „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“; „ტექნიკური რეგლამენტი - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“.

დარღვევის შესახებ წერილები გაიგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.




print version
17:28:51 2019-11-06

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge