ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
შვრიის ფანტელი HAHNE
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
კარფურში შეძენილი ასაწონი „ხაჭო 4%“
მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღე
წარმატების ამბავი - სამკურნალო-ესთეტიკური ცენტრის ხელშეკრულება
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
მუქი ქიშმიში

სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის კონტროლის შედეგები
არასასურველი ნივთიერებები სურსათში, პროდუქციის ხარისხი, სურსათის ხარისხი, თაფლი, სასმელი წყალი, სურსათის ჰიგიენა,

ვაგრძელებთ სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების გამოთხოვას. ამჯერად გამოვითხოვეთ 2017 წლის სექტემბერ-დეკემბერის შედეგები. ჩვენი ორჯერადი მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით სეს-მა ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად მაინც არ გამოაქვეყნა. კერძოდ, არ გამოუქვეყნებია მონაცემები იმის თაობაზე, თუ რა დარღვევები გამოვლინდა მის მიერ შემოწმებულ საწარმოებში, ასევე, იმ სასურსათო პროდუქტების სია, რომლებიც შეამოწმა და სხვა. ჩვენ უკვე მესამედ გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია და იმედი გვაქვს ამჯერად მაინც გამოქვეყნდება ის მონაცემები, რაც მომხმარებლისათვის ყველაზე საინტერესოა. 

დღესდღეობით გამოქვეყნებული ინფორმაციიდან შემდეგი საგულისხმო დასკვნების გამოტანა შეიძლება: 

1. სეს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას და საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია.

2. პრობლემებად რჩება: 

  • ცხოველური წარმოშობის სურსათში, მაშ შორის თაფლში, ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების არსებობა.
  • სასმელი წყლის დაბინძურება.
  • სურსათის დაბინძურება ჰიგიენის ნორმების დაუცველობის გამო.

ნორმების დარღვევები აღმოჩნდა ზემოაღნიშნულ პარამეტრებზე გამოკვლეული ნიმუშების დაახლოებით ნახევარში. 

დამატებით ინფორმაციას სეს-ისგან მისი მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ. 




print version
15:25:03 2018-02-20

კომენტარის დამატება




ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge