ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“
ტკბილეული,

2017 წლის 9 ოქტომბერს მომხმარებელმა დაფარული კომენტარით გვაცნობა მაღაზია „სპარში“გასაყიდი როშენის შოკოლადის „ქენდი ნათსის“ შესახებ, რომელშიც მატლები აღმოაჩინა. საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 10 ოქტომბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზია „სპარში“ (სს„ფუდმარტი“, ვაჟა-ფშაველას გამზ 2) შევიძინეთ როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“ და ლაბორატორიაში ანალიზისათვის ჩავაბარეთ.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედით, პროდუქტი აღმოჩნდა ობიანი, შიგთავსში მატლებით.

გაიზგავნა წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.

_____________________________

2017 წლის 1 ნოემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ საპასუხო წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული მაღაზიის ინსპექტირებისას რეალიზაციაში აღარ აღმოჩნდა როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“, თუმცა ინსპექტორებმა ასაწონი ტკბილეულის დახლზე განთავსებულ პროდუქციაში აღმოაჩინეს მწერები (მატლის ჭუპრები). ასევე, აღმოჩნდა, რომ თაროებს სათანადო რეცხვა-დეზინფექცია არ უტარდებოდათ. ეს ფაქტი სააგენტომ კრიტიკულ შეუსაბამობად შეაფასა. მაღაზია დაჯარიმდა 1000 ლარით, ხოლო ასაწონი ტკბილეულის დახლს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.




print version
15:32:10 2017-10-16

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge