ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

გაყინული ხინკალი მაღაზია „კამადან“
ნახევარფაბრიკატები, სურსათის ჰიგიენა, ხორცეული,

2017 წლის 25 ივლისს მომხმარებელმა ტელეფონზე დაგვირეკა და გვთხოვა რუსთავში, მე-16 მ/რ-ის მიმდებარე ტეროტრიაზე მდებარე საწარმო-მაღაზია „კამას“ გაყინული ხინკალი შეგვემოწმებინა. მომხმარებლის ცნობით, ხინკალმა მის ოჯახში ოთხი ადამიანი მოწამლა.

2017 წლის 1 აგვისტოს მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში (მეწარმე „ომარი ჟღენტი“) შევიძინეთ გაყინული ხინკალი ცალობით. პროდუქტი მაღაზიის შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკში და ჩაბარდა ლაბორატორიაში მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში აღმოჩნდა ნორმების გადაჭარბება შემდეგ მაჩვენებლებზე:

  • მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები;
  • E.coli (ფეკალური დაბინძურების მაჩვენებელი).

ამ შედეგის მიხედვით პროდუქტი მავნედ ვერ ჩაითვლება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მის მოხმარებამდე მოხარშვაა გათვალისწინებული. თუმცა, შესაძლოა წარმოების პროცესში ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება იყოს საჭირო, ან გამოყენებული ნედლეული საჭიროებდეს შეცვლა-გაუმჯობესებას. უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად მიზანშეწონილად ვთვლით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმოს აღნიშნული საწარმო.

შემოწმების შედეგების შესახებ გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმესთან.

------------------------------

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც, სააგენტოს მიერ განხორციელებული არაგეგმური შემოწმებისას საწარმო-მაღაზია „კამაში“ არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა.

-------------------------------

2017 წლის 7 ნოემბერს, გადამოწმების მიზნით, განმეორებით შევიძინეთ მეწარმე ომარ ჟღენტის მიერ წარმოებული გაყინული ხინკალი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში მიკრობიოლოგიური პარამეტრების შესამოწმებლად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტში კვლავ გადაჭარბებულია მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობა, რაც, სავარაუდოდ, იმის მანიშნებელია რომ საწარმოში ჰიგიენური პირობები არ გამოსწორებულა.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმესთან.




print version
13:53:14 2017-08-01

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge