ბოლო ცვლილებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
პროდუქციის ხარისხი,

2019 წლის 9 სექტემბერს გამოვაქვეყნეთ პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ლაბორატორიული კვლევის შედეგები. ზემოაღნიშნულ სტატიაში ჩამოთვლილი 35 პროდუქტი და, ასევე, 5 თმის საღებავი კიდევ ერთი ნივთიერების - ფორმალდეჰიდის შემცველობაზე შემოწმდა. კვლევის შედეგების მიღების შემდეგ, ამ მონაცემებსაც ვაქვეყნებთ.

ფორმალდეჰიდი ყველა შემოწმებულ ნიმუშში აღმოჩნდა. ევროკავშირში არსებული მოთხოვნების თანახმად, ფორმალდეჰიდის შემცველობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იზღუდება და დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს. 

როგორც 9 სექტემბრის სტატიაში აღვნიშნეთ, საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტითაა დამტკიცებული და არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ამ აქტის მიხედვით, ფორმალდეჰიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პროდუქტებში არ უნდა აჭარბებდეს 0,2%-ს, ხოლო პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებში 0,1%-ს. აეროზოლებში კი ფორმალდეჰიდის შემცველობა საერთოდ აკრძალულია.

ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. არც საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა.

ამავე დროს, როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს კანონმდებლობით, თუკი ფორმალდეჰიდის შემცველობა პროდუქტის 0,05%-ს აღემატება, აუცილებელია პროდუქტზე შესაბამისი გაფრთხილება იყოს მითითებული, რათა მომხმარებელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პროდუქტის შეძენა.

ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო ფორმალდეჰიდის შემცველობის არსებობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნაწარმში.
ფორმალდეჰიდის ოდენობას რაც შეეხება, ჩვენს მიერ შემოწმებულ არც ერთ ნიმუშში იგი 0,05%-ს არ აღემატებოდა.

ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მისი შემცველობის თავიდან აცილება სამომხმარებლო პროდუქციაში.

ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.

ფორმალდეჰიდი შემდეგი სახელწოდებებითაც იწოდება: formalin, morbicid acid, methylene oxide, methylaldehyde and methylene glycol.

მოცემული კვლევა იმის მორიგ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ აუცილებელია ქვეყანაში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც უსაფრთხოების კონტროლს მიღმა არსებული სამომხმარებლო პროდუქციის უმეტესი ნაწილის სახელმწიფო კონტროლის დანერგვა.

შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ.

ლაბორატორიული შემოწმების ოქმები იხილეთ „ანალიზის შედეგში“ მოცემული ტექსტების ბმულების სახით.

ნომერი ფოტო პროდუქტის დასახელება მწარმოებელი ფირმა მწარმოებელი ქვეყანა შესყიდვის ადგილი ანალიზის შედეგი
1 სახის საცხი "Biodermin40+ Pharma Cos ბელორუსია "სუფთა სახლი", ნუცუბიძის 183 აღმოჩნდა
2 სახის საცხი "NIVEA" Beiserdof Manufacuring Poznan პოლონეთი "კარფური", ცინცაძის 12 აღმოჩნდა
3 სახისა და ყელის ლოსიონი "Equate Beauty" Distributed by:Wal-Mart Stores, Inc --- "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა აღმოჩნდა
4 სახის საცხი "ჩისტაია ლინია" LLC Univer Rus. რუსეთი "სუფთა სახლი", ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა აღმოჩნდა
5

ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“

 

L'Oreal Co გერმანია "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა აღმოჩნდა
6 მათეთრებელი საცხი "QIANSOTO" GZ ZIDI Cosmetics Co. Ltd ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 აღმოჩნდა
7 სახისა და ტანის საცხი "Belle Jardin" Belle Jardin Cosmetics UI პოლონეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 აღმოჩნდა
8 სახის, ტანისა და ხელის საცხი "Fruit of the Wokali" Shantou Luna Necessary Chemical Industry Co. Ltd Manufacture ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 აღმოჩნდა
9 ოქროს კოლაგენის სახის რძე "DR. RASHEL" Guangzhou Steb Xujohn Bio Technique Co. Ltd. ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 აღმოჩნდა
10 სახისა და ტანის სკრაბი "Washami" Shantou City Oulaia Cosmetics Co. Ltd ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 აღმოჩნდა
11 თვალის საცხი "Perfect Gold" Shantou Luna Necessary Chemical Industry Co. Ltd Manufacture ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის 8 აღმოჩნდა
12 თვალის საცხი "QIANSOTO" QIANSOTO ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 აღმოჩნდა
13 შამპუნი კერატინით "Washami" Shantou Jiali Biotechnology Co.Ltd ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 აღმოჩნდა
14 შამპუნი "Vatika" Naturelle LLC არაბეთის გაერთიანებული საემიროები "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა აღმოჩნდა
15 შამპუნი ყველა ტიპის თმისთვის "SVOBODA" Svoboda Co. რუსეთი "გუდვილი", ქავთარაძის 1 აღმოჩნდა
16 თმის კონდიციონერი "Sunsilk" Unliever San.veTic. Turk. A.S. Buyukkayack Mah თურქეთი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 აღმოჩნდა
17 კონდინციონერი ნორმალური თმისთვის "Careline" CosmoPharm ისრაელი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 აღმოჩნდა
18 შამპუნი მულტივიტამინი "Golrang" Pakshoo Industrial Group ირანი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 აღმოჩნდა
19 შამპუნი "დამაშნი დოქტორ" Pharmaceutical Factory “Elfa” უკრაინა შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61 აღმოჩნდა
20

ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი "Amalfy"


Quimi Romar S.L.U ესპანეთი შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61 აღმოჩნდა
21 შამპუნი "CLEAR" Unilever Rus. Ltd რუსეთი შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61 აღმოჩნდა
22 შხაპის გელი "DEBA" Rubella Beauty AD ევროკავშირი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9 აღმოჩნდა
23 სახის საწმენდი რძე "MINDAL" Rosaimpex L.t.d ბულგარეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 აღმოჩნდა
24 თმის ბალზამ-კონდიციონერი "Belle Jardin" Belle Jardin Cosmetics UI ევროკავშირი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 აღმოჩნდა
25 შხაპის საცხი-გელი Clever Company რუსეთი "გუდვილი", ქავთარაძის 1 აღმოჩნდა
26 ტანის რძე "BECKON" Shantou Herbal-Hall Cosmetics Co.Ltd ჩინეთი "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა აღმოჩნდა
27 სახისა და დეკოლტეს ნიღაბი "ვიტექსი" Vitex Co. ბელორუსია "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა აღმოჩნდა
28 სახის ნიღაბი ოქროს კოლაგენით "DR. RASHEL" Guangzhou Steb Xujohn Bio Technique Co. Ltd ჩინეთი "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა აღმოჩნდა
29 თმის ნიღაბი, შვრიის "Fito Cosmetics" LLC Fitocosmetics რუსეთი "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა აღმოჩნდა
30

თმის საღებავი "CLAIROL"

 

Distr. By/par Procter&Gamble, Cincinati მექსიკა "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა აღმოჩნდა
31 თმის საღებავი Prestige  Rosa Impex, Cosmetic Company ბულგარეთი შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61 აღმოჩნდა
32 თმის საღებავი Studio Professional, 3D Holograpy LLC BIG რუსეთი შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61 აღმოჩნდა
33 თმის საღებავი Marion
Star Color
Hair Shade
Marion Sp. z.o.o. ევროკავშირი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 აღმოჩნდა
34 თმის საღებავი Vatika Henna, Hair Colors NG electro Products (P) Limited ინდოეთი "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

აღმოჩნდა

 

35 თმის საღებავი Effect Color Fitocosmetic რუსეთი "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა აღმოჩნდა
36 შავი ხნა "Herbul" Government Recognised Export House ინდოეთი "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა აღმოჩნდა
37 წამწამების ტუში "MAX FACTOR" Mascara --- შპს "პალიტრა", ცაბაძის 8 აღმოჩნდა
38

თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline

 

Bell Cosmetics ევროკავშირი "სუფთა სახლი", ყაზბეგის 24ა აღმოჩნდა
39

ფრჩხილის ლაქი "Olivia"

 

Orkide Cosmetics თურქეთი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9 აღმოჩნდა
40 ფრჩხილის ლაქი "Flomar" Kosan Kaz.San. ve Tic A.S.G.O.S.B თურქეთი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9 აღმოჩნდა

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.




print version
15:09:55 2019-09-17

კომენტარის დამატება

ნინო   18:52:42 2019-10-02  უპასუხე   
გუშინ შემოვიხედე საიტზე, რამდენიმე პროდუქტში იყო მავნე ნივთიერებები! დღეს აღარ არი !! რაშია საქმე ერთ დღეში შეიცვალა?
ვახტანგ, CSRDG   09:13:57 2019-10-03  უპასუხე   
რომელ პროდუქტებს გულისხმობთ?

tamar   13:39:24 2019-09-30  უპასუხე   
ამ ჩამონათვალში მოცემული პროდუქტებიდან ,მხოლოდ ეს პროდუქტი შეიცავს თუ უნდა ვივარაუდოთ რომ მოცემული ბრენდის ყველა პროდუქტი შეიცავს მავნე მინარევებს?
ვახტანგ, CSRDG   14:52:12 2019-09-30  უპასუხე   
საიტზე განთავსებულია ყველა იმ პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ნიმუშის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შევამოწმეთ.

tamar   13:34:08 2019-09-30  უპასუხე   
გამარჯობა, იმ პარფიუმერიის ჩამონათვალიც დადეთ რაშიც არ აღმოჩნდა ეს საშინელებები

ლია   10:26:51 2019-09-30  უპასუხე   
თვითოვნე წერთ, რომ "როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს კანონმდებლობით, თუკი ფორმალდეჰიდის შემცველობა პროდუქტის 0,05%-ს აღემატება, აუცილებელია პროდუქტზე შესაბამისი გაფრთხილება იყოს მითითებული, რათა მომხმარებელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პროდუქტის შეძენა.
ჩვენს მიერ შემოწმებულ არც ერთ ნიმუშში იგი 0,05%-ს არ აღემატებოდა". მაშინ ხალხს რომ შოკავთ, პირდაპირ დაწერეთ და ეს ინფორმაცია თავშივე გადმოიტანეთ - ყველა მათგანში დასაშვები რაოდენობა ყოფილა!!!!!
თამარ, CSRDG   11:22:55 2019-09-30  უპასუხე   
ქ-ნ ლია თავში ამასაც ვწერთ "ევროკავშირში არსებული მოთხოვნების თანახმად, ფორმალდეჰიდის შემცველობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იზღუდება და დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს. " ეს კი ნიშნავს იმას რომ ფორმალდეჰიდი აკრძალულია ევროკავშირში რიგი გამონაკლისების გარდა. და ასევე იმასაც ვეწრთ, როგორც თქვენ ციტირებთ, რომ თუკი 0,05%-ზე მეტი აღმოჩნდა უნდა მიეთითოს შეფუთვაზეო.

თამუნა   14:47:13 2019-09-27  უპასუხე   
დანარჩენ კოსმეტიკაზე ვინ არის პასუხისმგებელი, რაც არ შემოწმებულა? იქნებ მათში უფრო მეტია ეგ ნივთიერება? როგორ გავიგოთ ისინი უსაფრთხოა თუ არა?
თამარ, CSRDG   17:25:41 2019-09-27  უპასუხე   
თამუნა ეს კვლევა სწორედ მაგიტომ გაკეთდა, რომ დანარჩენ და საერთოდ ყველა პროდუქტზე რომელიც ბაზარზეა გამოტანილი და ქართველი მომხმარებლები მოვიხმართ სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და აკონტროლოს

natalia   19:41:23 2019-09-26  უპასუხე   
აქ გამომრჩა: However, since it has not been established that there are no suitable alternative substances available for the purpose of hardening nails, Formaldehyde should be deleted from the list of restricted substances in Annex III to Regulation (EC) No 1223/2009. Since no application was made for other uses of Formaldehyde, the substance should be deleted from the list of preservatives allowed in cosmetic products in Annex V to that Regulation. Formaldehyde should also be added to the list of substances prohibited in cosmetic products in Annex II to Regulation (EC) No 1223/2009. - არ არსებობს ალტერნატივა და ამიტომ 5% რჩება. უბრალოდ, მომხმარებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას მწარმოებლის მიერ მითითებული ყველა გაფრთხილება. და მსგავს პროდუქტებს, აქვს ეს გაფრთხილება. უბრალოდ, ინფორმაცია ზუსტად უნდა მიაწოდოთ ადამიანებს. ის, რომ აქ შმეოსუი პროდუქტის ხარისხი, ხშირ შემთხვევაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სტანდარტს, ამაზე არასოდეს ვიდავებ.
ვახტანგ, CSRDG   09:56:34 2019-09-27  უპასუხე   
ჩვენც ყურადღებით გავეცანით მაგ პუნქტს. როგორც ჩანს, ფრჩხილების გასამაგრებელ ნივთიერებებში არ იგულისხმება ფრჩხილების შესაღები ლაქები. ფრჩხილების გასამაგრებლები გულისხმობს ფრჩხილების მოვლის საშუალებებს. ლაბორატორიის დასკვნებსაც თუ ნახავთ ფრჩხილის ლაქებთან დაკავშირებით, პირდაპირ წერია, რომ ფორმალდეჰიდის შემცველობა ევროკავშირის რეგულაციებთან შეუსაბამობაა.

natalia   16:34:58 2019-09-26  უპასუხე   
Formaldehyde is listed in the Cosmetics Directive of the European Union and may be used at maximum concentration of 0.2% (free Formaldehyde), and a maximum concentration of 0.1% in oral hygiene products. It is not permitted for use in aerosol products (see Annex VI), and aerosol dispensers. Finished products must be labeled with a warning "contains Formaldehyde" if Formaldehyde concentrations exceed the a value of 0.05% (Preamble of Annex VI). Nail hardener products may contain up to 5% Formaldehyde (see Annex III).
ფრჩხილის ლაქებში დასაშვებია არა 2,2, არამედ 5%.
https://cosmeticsinfo.org/ingredient/formaldehyde-infographic
ვახტანგ, CSRDG   18:27:42 2019-09-26  უპასუხე   
ეს არის ევროკავშირის ბოლო რეგულაცია კოსმეტიკაზე https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32019R0831&qid=1569496086546&from=EN ჩვენს სტატიაშიც არის მისი ბმული. ამას ეყრდნობა ლაბორატორიული კვლევაც და ჩვენი სტატიაც.
natalia   18:51:01 2019-09-26  უპასუხე   
დამიერეთ, თქვენზე მეტად ვარ დაინტერესებული ჩემი ჯანმრთელობით და სხვა არანარი ინტერესი არ მაონდა ინფორმაციის ძიება რომ დავიწყე.
natalia   18:49:14 2019-09-26  უპასუხე   
სწორედ მაგ რეგულაციებს ეყრდნობა ის ბმულიც, რომელიც მე ჩავაგდე. და გარკვევით წერია, რომ ფრჩხილების გასამაგრებელ ლაქებში, დასაშვებია 5%. მეცხრე პუნქტი. ვაკოპირებ ტექსტს.
The substance Formaldehyde is currently listed in entry 13 of Annex III to Regulation (EC) No 1223/2009 as allowed in nail hardening products in a concentration of up to 5 % in ready for use preparation.

თეა   14:32:02 2019-09-26  უპასუხე   
„ჩისტაია ლინიას“ შამპუნს ვხმარობ და ეს შამპუნი თუ არის შემოწმებული ლაბორატორიულად. მაიმტერესებს შევიძინო თუ აღარ.
თამარ, CSRDG   17:51:30 2019-09-26  უპასუხე   
თეა რა პროდუქტიც შემოწმდა ჩამონათვალი სტატიაშია

გურამი   09:55:03 2019-09-26  უპასუხე   
საინტერესო სტატიაა, თუმცა გუშინდელი ისტერიის მერე გადავწყვიტე კომენტარის დაწერა. წერთ რომ ფორმალდეჰიდის მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 0.2%-ს, პირის ღრუს საშუალებებში 0.1%-ს. 0.5%-ზე მეტი თუ არის მაშინ უნდა ეწეროს პროდუქტს, თუმცა არცერთში არ აღმოჩნდა მეტიო და პრობლემა რაშია აბა???? გუშინდელი ტელევიზიების ისტერია რას ემსახურებოდა? გამოვთვალე და ყველა პროდუქტში 0.3%-ზე მეტი არაა, ზოგიერთში კი 0.002%. ანუ არცერთს არ ევალება ეწეროს ზედ.
იქნებ ახსნათ რას ემსახურება ეს სტატია? ხალხის გაფრთხილებას თუ უადგილო პანიკას? ეჭვი ჩნდება ვინმეს დაკვეთილი ხომ არ არის? მითუმეტეს ერთ-ერთი უდიდესი ფირმის არცერთი პროდუქტი არ მონაწილეობს ამ კვლევაში, რომელსაც ყველა კარგად იცნობს.
ვახტანგ, CSRDG   18:37:28 2019-09-26  უპასუხე   
მედიასაშუალებების მიერ გადაცემულ ინფორმაციაზე ჩვენ ვერ ვაგებთ პასუხს. ჩვენს სტატიაში ვეცადეთ რაც შეიძლება გასაგებად და მაქსიმალური სიზუსტით აგვესახა შემოწმების შედეგები.

ჩვენი მიზანია მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში არსებული პრობლემების ასახვა და მათი მოგვარების მოთხოვნა.

მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ქვეყანაში არ ფუნქციონირებს პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმეტესი ნაწილის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი. ის, რაც იკრძალება და კონტროლდება ევროკავშირში ჩვენთან დასაშვებია.

გურამი   11:06:10 2019-09-26  უპასუხე   
ვაზუსტებ პროცენტულობას - 0.05%-ს თუ არ აღემატება არაა ვალდებული პროდუქტს ეწეროს შემადგენლობაში ფორმალდეჰიდი და შემოწმების შემდეგ 0.03%-ზე მეტი არცერთს არ აქვს.
თამუნა   15:46:11 2019-09-26  უპასუხე   
როგორ უნდა გამოვთვალოთ ჩვენც გვასწავლეთ...





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge