ბოლო ცვლილებები

სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
წარმატების ამბავი - არასაკვები საღებავები სურსათში
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მე-3 კვარტლის კონტროლის შედეგები
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
„რძის შემცველი პროდუქტი“ თუ ყველი
წიწიბურა „კალო“
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
ნაკლიანი პროდუქტი, პროდუქციის ხარისხი,

5 პროდუქტში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა!

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გავაგზავნეთ საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად). 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში. ქვემოთ გთხოვთ გაეცნოთ შემოწმების შედეგებს და არ მოიხმაროთ იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა (N. 5, 20, 30, 33, 34)! 

ლაბორატორიული შემოწმების ოქმები იხილეთ „ანალიზის შედეგში“ მოცემული ტექსტების ბმულების სახით.

ნომერი ფოტო პროდუქტის დასახელება მწარმოებელი ფირმა მწარმოებელი ქვეყანა შესყიდვის ადგილი ანალიზის შედეგი
1
სახის საცხი "Biodermin40+"
Pharma Cos ბელორუსია "სუფთა სახლი", ნუცუბიძის 183 პარაბენები ნორმის ფარგლებში
2  სახის საცხი "NIVEA" Beiserdof Manufacuring Poznan პოლონეთი "კარფური", ცინცაძის 12 პარაბენები და კონსერვანტები ნორმის ფარგლებში
3 სახისა და ყელის ლოსიონი "Equate Beauty" Distributed by:Wal-Mart Stores, Inc. - "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა პარაბენები ნორმის ფარგლებში
4 სახის საცხი "ჩისტაია ლინია",  LLC Univer Rus. რუსეთი

"სუფთა სახლი", ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

პარაბენები ნორმის ფარგლებში
5

ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“

პარტიის N. 28R700

ვარგისიანობის ვადა: 07/21 

L'Oreal Co გერმანია "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა დარღვევა - აკრძალული პარაბენები
6 მათეთრებელი საცხი "QIANSOTO" GZ ZIDI Cosmetics Co. Ltd ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები ნორმის ფარგლებში
7 სახისა და ტანის საცხი "Belle Jardin" Belle Jardin Cosmetics UI პოლონეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები ნორმის ფარგლებში
8 სახის, ტანისა და ხელის საცხი "Fruit of the Wokali" Shantou Luna Necessary Chemical Industry Co. Ltd Manufacture ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები ნორმის ფარგლებში
9 ოქროს კოლაგენის სახის რძე "DR. RASHEL" Guangzhou Steb Xujohn Bio Technique Co. Ltd. ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები ნორმის ფარგლებში
10 სახისა და ტანის სკრაბი "Washami" Shantou City Oulaia Cosmetics Co. Ltd ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები არ აღმოჩნდა
11 თვალის საცხი "Perfect Gold" Shantou Luna Necessary Chemical Industry Co. Ltd Manufacture ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის 8 პარაბენები ნორმის ფარგლებში
12 თვალის საცხი "QIANSOTO" QIANSOTO ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები ნორმის ფარგლებში
13 შამპუნი კერატინით "Washami" Shantou Jiali Biotechnology Co.Ltd ჩინეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები არ აღმოჩნდა
14 შამპუნი "Vatika" Naturelle LLC არაბეთის გაერთიანებული საემიროები "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა პარაბენები არ აღმოჩნდა
15 შამპუნი ყველა ტიპის თმისთვის "SVOBODA" Svoboda Co. რუსეთი "გუდვილი", ქავთარაძის 1 პარაბენები არ აღმოჩნდა
16 თმის კონდიციონერი "Sunsilk" Unliever San.veTic. Turk. A.S. Buyukkayack Mah. თურქეთი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 პარაბენები არ აღმოჩნდა
17 კონდინციონერი ნორმალური თმისთვის "Careline" CosmoPharm ისრაელი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 პარაბენები ნორმის ფარგლებში
18 შამპუნი მულტივიტამინი "Golrang" Pakshoo Industrial Group ირანი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 პარაბენები არ აღმოჩნდა
19 შამპუნი "დამაშნი დოქტორ" Pharmaceutical Factory “Elfa” უკრაინა შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61 პარაბენები არ აღმოჩნდა
20

ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი "Amalfy"

გამოშვების თარიღი: 08.03.19

პარტიის N. 10:70

Quimi Romar S.L.U ესპანეთი შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61 დარღვევა -აკრძალული პარაბენები
21 შამპუნი "CLEAR" Unilever Rus. Ltd  რუსეთი შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61 პარაბენები არ აღმოჩნდა
22 შხაპის გელი "DEBA" Rubella Beauty AD  EU შპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9 პარაბენები არ აღმოჩნდა
23 სახის საწმენდი რძე "MINDAL" Rosaimpex L.t.d ბულგარეთი შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 პარაბენები ნორმის ფარგლებში
24 თმის ბალზამ-კონდიციონერი "Belle Jardin" Belle Jardin Cosmetics UI EU შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 პარაბენები ნორმის ფარგლებში
25 შხაპის საცხი-გელი Clever Company რუსეთი "გუდვილი", ქავთარაძის 1 პარაბენები არ აღმოჩნდა
26 ტანის რძე "BECKON" Shantou Herbal-Hall Cosmetics Co.Ltd ჩინეთი "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა პარაბენები არ აღმოჩნდა
27 სახისა და დეკოლტეს ნიღაბი "ვიტექსი" Vitex Co. ბელორუსია "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა პარაბენები ნორმის ფარგლებში
28 სახის ნიღაბი ოქროს კოლაგენით "DR. RASHEL" Guangzhou Steb Xujohn Bio Technique Co. Ltd ჩინეთი "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა პარაბენები ნორმის ფარგლებში
29 თმის ნიღაბი, შვრიის "Fito Cosmetics" LLC Fitocosmetics რუსეთი "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა პარაბენები ნორმის ფარგლებში
30

თმის საღებავი "CLAIROL"

პარტიის N. 0267030300

Distr. By/par Procter&Gamble, Cincinati მექსიკა "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა დარღვევა - აკრძალული პარაბენები
31 შავი ხნა "Herbul" Government Recognised Export House ინდოეთი "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

კონსერვანტები ნორმის ფარგლებში

პარაბენები არ აღმოჩნდა

32 წამწამების ტუში "MAX FACTOR" Mascara   შპს "პალიტრა", ცაბაძის 8 ბარიუმი არ აღმოჩნდა
33

თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline

შტრიხკოდის N. 5902082520757

Bell Cosmetics EU

"სუფთა სახლი", ყაზბეგის 24ა


დარღვევა - აკრძალული პარაბენები
34

ფრჩხილის ლაქი "Olivia"

გამოშვების თარიღი: 14.05.2018

Orkide Cosmetics თურქეთი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9

დარღვევა - აკრძალული პარაბენები

ბარიუმი ნორმის ფარგლებში

35 ფრჩხილის ლაქი "Flomar" Kosan Kaz.San. ve Tic A.S.G.O.S.B თურქეთი შპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9

პარაბენები ნორმის ფარგლებში

ბარიუმი არ აღმოჩნდა

 

 

 

 

ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.   

პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.  


დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე - მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.

პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში.

საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტის სახით მოქმედებს, არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ჩვენი ინფორმაციით საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა.  ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. 

ამგვარად, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისი რეაგირება არ ჩანს.

მოცემული კვლევით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებასა და მთლიანად საზოგადოებას ამ პრობლემის შესახებ და მოვითხოვთ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად!  

კვლევის შედეგების თაობაზე გაიგზავნა წერილები მთავრობაში, პარლამენტში და შესაბამის მეწარმეებთან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა (შპს სუფთა სახლს ტუჩსაცხზე, შპს სუფთა სახლს სახის საცხზე, შპს ძმებს ფრჩხილის ლაქზე, შპს კოტეს შამპუნზე, შპს ნავნეს თმის საღებავზე; ასევე მწარმოებელ ფირმებს: L,Oreal-ს სახის საცხზე, Clairol-ს თმის საღებავზე, Quimi Romar-ს შამპუნზე, BELL-ს ტუჩსაცხზე და Orkide Cosmetics ოლივიას ფრჩხილის ლაქზე). 

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

-------------

2019 წლის 10 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრსა და ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს დაევალათ ჩვენს მიერ გაგზავნილი ინფორმაციის განხილვა.

-------------

24 სექტემბერს Amalfi-ს ბრენდის იმპორტიორმა ფირმამ „ჰისპანია“ თავისი ფეისბუქის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. ნაცვლად იმისა, რომ ამ ფირმას ეცადა იმის გარკვევა, თუ რატომ აღმოჩნდა მის პროდუქტში პარაბენები, იგი ცდილობს ცილისწამებით გაიმართლოს თავი და აბსურდული არგუმენტებით თაღლითობაში გვადანაშაულებს.

კერძოდ, „ჰისპანია“ აქვეყნებს ჩვენი ლაბორატორიული კვლევის ოქმის ქართულ თარგმანს, მონიშნული აქვს რამდენიმე წინადადება (რომელთაგან ყველა სწორად არც არის ნათარგმნი) და ამტკიცებს თითქოს დასკვნაში წერია, რომ შემოწმებულ ნიმუშში წინასწარ, განზრახ იყო დამატებული მავნე ნივთიერებები.

ეს იმდენად აბსურდული ბრალდებაა, რომ სერიოზულ განხილვას არც კი იმსახურებს. თუმცა, საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს ეჭვი რომ არ დაებადოთ მაინც მოკლედ ვიტყვით. ლაბორატორია ამოწმებს მასთან მისულ ნიმუშებს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ისინი არის. შეუძლებელია ლაბორატორიამ განსაზღვროს განზრახ არის დამატებული ესა თუ ის ნივთიერება, თუ უნებლიედ და ვის მიერ.

გარდა ამისა, ის ფრაზა, რომელიც ლაბორატორიული ოქმის მეორე გვერდზე აქვს მონიშნული „ჰისპანიას“ („ჰისპანიის“ მიერ გამოქვეყნებული ოქმები იხილეთ ტექსტის ბოლოს), ყველა ჩვენს მიერ შემოწმებული პროდუქტის ოქმში წერია, სადაც პარაბენების შემცველობა იყო აღმოჩენილი (როგორც დაშვებული, ისე აკრძალული პარაბენებისა). ეს ფრაზა ევროკავშირის რეგულაციის ერთ-ერთ მოთხოვნაზე მიუთითებს.

„ჰისპანია“ ასევე აქვეყნებს ჩვენს მიერ შემოწმებული პარტიის ერთ-ერთი შამპუნის ლაბორატორიული შემოწმების შედეგებს, რომელიც ესპანეთში ჩატარდა და ამ ნიმუშში პარაბენები არ აღმოჩნდა. ეს მაინც არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშში პარაბენები არ იყო, ვინაიდან ეს შამპუნები ქარხნულად დალუქული არ იყიდება. როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბრისას თავად „ჰისპანიისა“ და მაღაზიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შესაძლოა დისტრიბუციის, ან სავაჭრო ობიექტში განთავსების დროს შამპუნში სხვა სითხის შერევა მომხდარიყო.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, იმედს ვიტოვებთ, რომ „ჰისპანია“ ეცდება სიმართლის გარკვევას და შესაბამის ზომებს მიიღებს თავისი პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი ასეთი ზომა შეიძლება იყოს ქარხნულად დალუქული ნიმუშების გაყიდვა, რაც იმის რისკს გამორიცხავს, რომ ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ადამიანს შეეძლოს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გააყალბოს პროდუქცია.

ჩვენ მომავალშიც შევამოწმებთ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ პროდუქციას, მათ შორის, Amalfi-ს ბრენდისას და, როგორც ყოველთვის, გამოვაქვეყნებთ შედეგებს.

-------------

1 ოქტომბერს ფირმა „ჰისპანიამ“ კიდევ ერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგი გამოგვიგზავნა, რომელიც ამჯერად ლაბორატორია „ევროფინსში“ გაგზავნა მწარმოებელმა. ლაბორატორიული ოქმის მიხედვით, ნიმუშზე გამოშვების იგივე თარიღი იყო მითითებული, რომელიც ჩვენ შევამოწმეთ, თუმცა, პარაბენები არ აღმოჩნდა.

-------------

15 ოქტომბერს მივიღეთ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხი ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილზე. სამინისტრო აღიარებს ჩვენს მიერ დაყენებულ პრობლემას და გამოთქვამს მზადყოფნას პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მექანიზმის განსაზღვრასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში მონაწილეობისათვის. 

იმედი გვაქვს ხელისუფლება თავად გამოიჩენს ინიციატივას არა მხოლოდ პარფიუმრიულ-კოსმეტიკური, არამედ ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დასანერგად კონსულტაციების დასაწყებად. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვაგრძელებთ კონტროლს მიღმა დარჩენილი პროდუქციის უსაფრთხოების შემოწმებას და მომავალი თვეების განმავლობაში დავუკავშირდებით ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად.




print version
11:39:11 2019-09-09

კომენტარის დამატება

გიორგი   10:04:24 2019-10-29  უპასუხე   
გვინდა გაცნობოთ, რომ თქვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგის გამოქვეყნებით შეცდომაში შეიყვანეთ მომხმარებელი და აწვიდით მცდარ ინფორმაციას, წარმოგიდგენთ დასკვნას ლაბორატორიიდან,სადაც დასტურდება,რომ მანიკური „OLIVIA” არ შეიცავს არანაირ პარაბენს და მომხმარებლებისთვისაც საზიანო არ არის.
თამარ, CSRDG   14:22:48 2019-10-29  უპასუხე   
ბ-ნ გიორგი შეგიძლიათ კომენტარებში ატვირთოთ დასკვნა ან გამოგვიგზავნეთ და გამოვაქვეყნებთ

კოკალა   16:02:13 2019-10-18  უპასუხე   
პოსტმა გამაცინა.ჰისპანიას სხვა არაპარაბენების მქონე შამპუნი რო ჩაესხა იმ პარტიის ბოთლში და გაეგზავნა ლაბორატორიაში ვინ რას გაიგებდა რო?:):)ლოოლ..ტრანსპორტირებისას მოხვდა პარაბენები ზუსტად იმ ბოთლში რომელიც შემთხვევით რაც ხელში მოხვდათ ამხელა თბილისში ის იყიდეს ზუსტად?ეგ ვინმეს გჯერათ? .სად იშოვება ვაფშე ბაზარზე პარაბენები თან აკრძალული ვინმემ მიმასწავლეთ:) თვალების ახვევაა მეტი არაფერი.ბრავო ჰისპანია .
თეა   12:46:08 2019-10-21  უპასუხე   
ან კიდე აქედან გაგზავნილი ერთ ბოთლს რატომ უნდა დავუჯეროთ და არა ორ სხვადასხვა, ერთ ერთი იგივე ლაბორატორიაა რომელიც მომხმარებელი.გე მ გააკეთა და იქ არ არის არაფერი. ან რატომ უნდა ჩაამატონ ის რაც 2009 წლიდან აკრძალულია?
ისე საბუთს თუ მიიტანთ და ხართ მკვლეველი ქიმიის მხრივ დელისის მეტროსთან იყიდება თურმე, ნებართვით და ვითომ რატომ ვერ იყიდიდნენ?
თეა   12:43:48 2019-10-21  უპასუხე   
უკაცრავად, მაგრამ რატო მანდამაინც 51 წლის ისტორის მქონე ბრენდში 74 ქვეყანამ ვერ იპოვა და საქართველომ იპოვა, ოღონდ არ თქვათ საქართველოში ზრუნავენ მოსახლეობაზე და სხვაგან არაო?

თეა   19:50:43 2019-09-30  უპასუხე   
რაც შეეხება გაყალბებას ბატონო ვახტანგ, ჩვენი პროდუქტი ესპანეთიდან შემოდის ორიგინალი და ვაწოდებთ მომხმარებელს ორიგინალს, რაც შეეხება ფას რომელსაც აღნიშნავთ თქვენ ტელევიზიაში, ჩვენ ბევრი სხვებისგან განსხვავებით არ ვატყვილებთ და ვძარცვავთ მომხმარებელს, ვთავაზობთ იმ ფასში თუ რა ფასშიც იყიდება ევროპის ქვეყნებში. კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშ გიხდით შეურაწყოფილად თუ იგრძენით თავი, წარმოიდგინეთ თქვენ როცა ყველაფერს სუფთად და პატიოსნად აკეეთებთ და ვიღაც გაბრალებს რომ სიმსივნეს იწვევსო თქვენი პროდუქტიო, ჩვენთან თუგინდ ელემენტარული მეილიც არ იკადრა არვინ რომ გავეფრთხილებინეთ და ეთქვათ რა ხდებოდა ისე დაგვეტაკეთ. ეხლა გულახდილად ზუსტად მომხმარებლებისთვის გწერთ ჩვენ არც ყალბს ვყიდით და არც ცუდ პროდუქტს. შეამოწმეთ ყალბი და ფალციფირებულები რომლებიც თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის, რატომ არ ამოწმებთ? მეც დაგიჭერდით მხარს დიდი სიამოვნებით.
იმედია ეს ევროფინის საბუთი დამაკმაყოფილებელია მომხმარებელი.გე სთვის
ვახტანგ, CSRDG   11:28:25 2019-10-01  უპასუხე   
გპასუხობთ აქ დაწერილ კომენტარებზე, ფეისბუქის ჩვენს გვერდზე დაწერილ კომენტარებზე და ელფოსტით გამოგზავნილ წერილზე.1) როგორც ადრეც მოგწერეთ, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენს კვლევებზე მეწარმეების რეაგირებით, ამიტომაც თქვენს მიერ გამოგზავნილი ახალი ლაბორატორიული დასკვნაც განვათავსეთ ამ სტატიაში. 2) ჩვენ თქვენთვის შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია. ჩვენ მომხმარებლის უფლებების დამცველიები ვართ და ამიტომაც ყველაზე წინ მომხმარებლის უფლებებს ვაყენებთ. მომხმარებლისათვის კი ის არის მნიშვნელოვანი, რომ მაღაზიებში უვნებელი პროდუქცია იყიდებოდეს. ამიტომაც ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვამოწმებთ ნიმუშებს, ვაქვეყნებთ შედეგებს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ვაწვდით ინფორმაციას მაღაზიას და პროდუქტის მწარმოებელს. თუკი მეწარმეები თვლიან, რომ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, მათაც ისევე შეუძლიათ თავიანთი ინფორმაცია გაავრცელონ (მათ შორის, ჩვენივე საიტისა და ფეისბუქის გვერდის მეშვეობით). შემდეგ უკვე მომხმარებელმა გადაწყვიტოს, ვის ენდოს. 3. გარდა ამისა, მეწარმეებს აქვთ საშუალება გვაცნობონ, როცა გამოასწორებენ დარღვევებს და ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, რომ ხელახლა შევიძენთ მათ პროდუქციას და შემოწმების შედეგებს კვლავ გამოვაქვეყნებთ. ეჭვის არსებობის შემთხვევაში ასევე ვთავაზობთ ნიმუშების ერთობლივ აღებას. შესაბამისი პროცედურები ჩვენს საიტზეა გაწერილი. 4. ნებისმიერ შემთხვევაში, დარღვევების გამოვლენიდან გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ ხელახლა ვიღებთ შესაბამისი პროდუქციის ნიმუშებს, ხელახლა ვამოწმებთ და ვაქვეყნებთ შედეგებს. 2011 წლიდან დღემდე ჩვენ ბევრი პროდუქტი გვაქვს შემოწმებული და გადამოწმებული. ერთი და იმავე მეწარმის მიერ გამოშვებულ პროდუქტზე გამოქვეყნებული გვაქვს, სხვადასხვა დროს მიღებული, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი შედეგები. 5. თქვენი კომენტარები და პოსტები წინააღმდეგობრივია. ზოგიერთში ბოდიშს გვიხდით, ზოგიერთში ჩვეულ აგრესიას ავლენთ, თქვენი ფეისბუქის გვერდზე კვლავ განთავსებულია ჩვენი ცილისწამებით აღსავსე პოსტი და იმასაც წერთ, რომ სასამართლოშიც გვიჩივლეთ. 6. მიუხედავად მომხდარისა ჩვენ მზად ვართ თქვენთან კონსტრუქციული ურთიერთობისათვის, თუკი დავრწმუნდებით, რომ თქვენ მართლაც გაქვთ განზრახული ჩვენთან ასეთი ურთიერთობა გქონდეთ.
თეა   11:50:18 2019-10-01  უპასუხე   
ბატონო ვახტანგ როცა გსურთ მობრძანდით, აუცილებლად ერთად მოვიწვიოთ ჯანდაცვის სამინისტრო და დაილუქოს ბოთლები მათი თანდასწრებით რამდენი ნიმუშიც გსურთ იმდენი აიღეთ და გააგზავნეთ სადაც გსურთ, პირიქით უკეთესი ჩვენთვის და მოხარული ვიქნებით.
რაც შეეხება მხოლოდ თქვენს საიტზე გამოქვეყნება სამწუხაროდ ვერ გვაბრუნებს იმ სიტუაციშე სადაც ვიყავით, თქვენი გამოსვლების შემდეგ მომხმარებელი შეშინებულია და თანახმა ვართ მომხსნათ პოსტი, ოღონდ თქვენგანაც გვსურს იმის აღიარება საყოველთაოდ რომ ამალფის პროდუქტი არ შეიცავს არანაირ მავნე ნივთიერებებს. მოხარული ვარ რომ ძრუნავთ მოსახლეობაზე, მაგრამ ფაქტია თქვენს მიერ გაგზავნილ პროდუქტში არის აღმოჩენილი უცხო ქიმიური ნივთიერებები, თქვენ პირადად არ შეგირევიათ არაფერი, მაგრამ ვიღაცამ ხომ შეურია? ეჭვი გვეპარება და თქვენც ეგრე იქნებოდით ალბად როცა შეიძინეთ სად განათავსეთ? რანდენი ხნის განმავლობაში იყო შენახული თქვენთან და როგორ იყო დაცული გაგზავნამდე? არის ბევრი შეკითხვა რომელზეც პასუხი არ გვაქვს და ამიტომაც გამოიწვიოა აგრესია. თქვენთან საუბრის დროს ბატონო ვახტანგ პასუხი სულ ერთი იყო რომ ვაკონტროლოთ ბაზარი, რაც შეუძლებელია და მაგას გიმტკიცებდით სულ. ჩვენ შემოგვაქვს ორიგინალი და კარგი ხარისხი, ვაწოდებთ მომხმარებელს კარგს და მერე რა ხდება არ ვიცით და ვერც ვერავინ დაგვადანაშაულებს თუ რატომ არ ვიცით.
დიდი სურვილი გვაქვს მოვილაპარაკოთ, მაგრამ 3 წლის შრომა ერთ დღეში გაგვინადგურეთ და ნუ გიკვირთ გთხოვთ აგრესია.
ბოდიშ გიხდით, მაგრამ ალბათ ტელევიზიაში გამოსვლამდე უნდა გაგვერკვია ერთმანეთში, ჩვენც წარმოგიდგენდით საბუთებს შევანმოწმებდით ერთად და თუ ცუდი იქნებოდა გავიტანდით ბაზრიდან და შემდეგ შეგეძლოთ გესაუბრად რაც გსურდათ.
ჩემი აზრით ეს იქნებოდა სწორი მიდგომა
ვახტანგ, CSRDG   12:28:20 2019-10-01  უპასუხე   
მზად ვართ თქვენი საწყობიდანაც ავიღოთ ნიმუშები. თუმცა, როგორც მოგწერეთ, ამისათვის უნდა დავრწმუნდეთ, რომ თქვენ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის მზად ხართ, კერძოდ, თუკი შემდეგი პირობები შესრულდება 1) შეწყდება ჩვენს მიმართ ნებისმიერი ფორმით გამოხატული აგრესია და ცილისწამება. 2) თქვენი ფეისბუქის გვერდიდან აიღებთ ჩვენს მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებას. 3) თქვენი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნებთ ახალ პოსტს, რომელშიც ბოდიშს მოგვიხდით ცილისწამებისა და შეურაცხყოფისათვის. 4) სასამართლოდან გამოიტანთ ჩვენს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს.

რაც შეეხება ჩვენს მიერ მომავალში მაღაზიებიდან ნიმუშების აღებას და შედეგების გამოქვეყნებას, როგორც მოგწერეთ ეს არის მომხმარებლის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი და ამისაგან ხელის აღებას არ ვაპირებთ.
ლაშა   13:25:23 2019-10-01  უპასუხე   
ბატონო ვახტანგ ბოდიში მოსახდელი ჩვენ კი არა თქვენ გაქვთ და პირობებს თკვენ კი არა ჩვენ უნდა ვაყენებდეთ ცრუ ინპორმაციის გავცელებისთვის პასუხის გება მოგიწევთ ამაში დარწმუნებული იყავით, და ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე ჩვენი სიმართლის დამტკიცებას და მზად ხართ იმედია ყველაპრისთვის რო საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ ცრუ იმფორმაციის გავცელებაში მე გაძლევთ იმის პირობას რო თკვენ ორგანიზაციას პასუხი მოეთხოვება!!!
თეა   13:12:53 2019-10-01  უპასუხე   
ბატონო ვახტანგ კიდე გაგიმარტავთ შეურაწყოფა ბრენდამ და ჩვენ თქვენგან მივიღეთ და მემგონი მომხმარებლების და ჩვენს წინაშე ბოდიში თქვენს მხრიდან არის მოსახდელი, ჩვენ ვართ ვინც დაგვამცირეთ. სასამართლო პროცესი გაარკვევს ბევრ რამეს, ვინ სად და როგორ შეერია ეს ნივთიერებები პროდუქტში.
ეხლა მე მაქვს შეკითხვა და მომხმარებლებსაც თქვენ რას გააკეთებთ იმისთვის რომ დაგვიბრუნოოთ რეპუტაცია? ვინ აგვინაზღაურებს ამ ზარალს მორალურსაც და მატერიალურსაც? თქვენი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე თქვენი ორგანიზაცია უმუუშევრად ტოვებდა ბევრ ადამიანს, თქვენ რა სგაკეთებთ გამოხვალთ ტელევიზიაში და გამოაქვეყნებთ რომ ამალფი არ არის ცუდი პროდუყქტიო და მოხდა შეცდომა?

თეა   15:57:51 2019-09-28  უპასუხე   
https://www.quimiromar.com/empresa/ სამწუხაროა რომ არ წერთ სიმართლეს, გამოქვეყნებამდე მოხდა თქვენთან გასაუბრება, როგორც სატელეფონო ასევე მეილის სახით, რომლის წარდგენაც შეგვიძლია და არაფრად ჩაგვაგდეთ. რაც შეეხება ნათარგმს შეგიზლიათ უჩივლოთ თარჯიმანთა ბიუროს, მხოლოდ თქვენ იცით ყველაფერი და სხვა ყველანი უვარგისები არისნ. ფაქტია და მოგაწოდეთ მეილზეც დიდი ხნის წინ იგივე ბოთლის ლაბორატორიული გამოკვლევა და არაფლად ჩააგდეთ ტელევიზიაში გააგრძელეთ სიცრუეების საუბარი. შეკითხვა რა გარანტია გვაქვს ჩვენ რომ თქვენ რომ შიძინეთ არ შეურიეთ? ჩვენ არც ის ვიცით რა ხდება ობიექტებზე, ყველა დიდი და პარატა სადრისტრიბუციო ფირმა აბარებს 100 ზე მეტ ობიექტზე და თქვენ გსურთ ჩვენ ყველა ობიექტზე ყარაულად დავდგეთ და ვაკონტროლოდ? ვინ აკეთებს ამას დიპლომატი, შარმი, კომპაქტი თ ვინ? ვერცერთი ვერ გავაკეთებთ ეს არის სასწაული რასაც თქვენ ითხოვთ. ჩვენ ვამტკიცებთ რაც შემოდის საძღვარზე არის კარგი და ყველა მომხმარებელს და ობიექტს ვაწოდებთ კარგს შემდეგ ვინ სახლში წაიღებს და ვინ რას უზამს ვინ აკონტროლებს, ან უფრო სწორედ როგორ უნდა აკონტროლო, გვასწავლეთ გთხოვთ და გავითვალისწინებთ? ასევე გეტყვით იმას დალუქული შამპუნი რომელია მსოფლიოს ბაზარზე? იცით რატომ არ არის? იმიტომ რომ არავინ იყიდის, მომხმარებელი პირველი სუნს ნახულობს და საერთოიდ ბევრი სუნით ყიდულობს რომ იცოდეთ დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანიც ეგრე მოქმედებს.
ამ საბუთით და ამ ლინკით ნახეთ და წაიკითხეთ ვიზე და რაზე ვსაუბრობთ https://www.quimiromar.com/empresa/
Part B. Safety assessment AMALFI Anti-dandruff Shampoo with keratin.pdf
ვახტანგ, CSRDG   15:32:26 2019-09-30  უპასუხე   
იმ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შემდეგ, რასაც თქვენგან ვისმენთ, როგორც საჯაროდ ისე, პირადი კომუნიკაციის დროს, საერთოდ არა ვართ ვალდებული გიპასუხოთ. გპასუხობთ მხოლოდ იმიტომ, რომ მოქალაქეები სწორად იყვნენ ინფორმირებული ყველა საკითხზე. ქარხნულად დალუქული შამპუნები საქართველოშიც არაერთი გვინახავს. თუკი შამპუნების ფალსიფიკაციის პრობლემა დგას, როგორც თავადვე წერთ, მაშინ ამისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა, დალუქული შამპუნების გაყიდვა. ეს უკეთესი იქნება, როგორც მომხმარებლისთვის, ისე პატიოსანი მეწარმეებისთვის. სუნის შემოწმება, კი სანიმუშო ეგზემპლარით შეიძლება, როგორც ეს სუნამოების შემთხვევაში ხდება. თუმცა, ჩვენ ეს ერთ-ერთი გამოსავლის სახით დავასახელეთ და ამას კატეგორიულად არ ვითხოვთ. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ის შედეგი, რაც ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქციის შემოწმების შედეგად მივიღეთ. ჩვენ არასოდეს დაგვისახელებია, რომ თქვენ, ან რომელიმე სხვა ფირმაა დამნაშავე იმაში, რომ ამ პროდუქტებში მავნე ნივთიერებებია. თუკი თქვენთვის ასეთი მტკივნეულია გამოვლენილი ფაქტის გახმაურება, მაშინ შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ზომებს, რათა თქვენი პროდუქციის გაყალბება თავიდან აირიდოთ; ან როგორც ამ კომენტარშიც წერთ, განაცხადოთ, რომ არ აგებთ პასუხს სავაჭრო ქსელში გასულ პროდუქციაზე. შემდეგ უკვე მომხმარებელმა გადაწყვიტოს, სად ურჩევნია თქვენი პროდუქციის შეძენა. რაც შეეხება, დანარჩენ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათზე პასუხის გაცემას საჭიროდ არ ვთვლით.
თეა   19:44:51 2019-09-30  უპასუხე   
ბატონო ვახტანგ დიდი ბოდიშის შემდეგ სასაცილოა იმის მოსმენა თურმე თქვენ დაგწამეს ცილი, როცა ეს ცილის წამება და შეურაწყოფა და როგორც მორალური, ასევე მატერიალური თქვენგან წამოვიდა. გიგზავნით კიდე ერთ დამადასტურებელ საბუთს, რომელსაც ადასტურებს იგივე ლაბორატორია რომელშიც თქვენ გააგზავნეთ, რომ ეს პროდუქტი არის უვნებელი და არანაირ მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს, გთხოვთ ეხლა გამოიჩინოთ ის ადამიანობა და დაგვიბრუნოთ ის ადგილი რაც გვეკავა. იმ ყველა შეურაწყოფას რაც თქვენგან ვისმენთ ჩვენს ბრენდზე ვეცდებით შემდეგ გაპატიოთ.
IF 19-1290_Parabenos - Shampoo Anti-Dandruff with Keratin Amalfi.pdf

mariko   15:00:04 2019-09-26  უპასუხე   
ილია, ძვირფასო, კარგად დააკვირდით და დაინახავთ რომ სულ რუსული და ჩინური კომპანიებია. :))))
დედაშენი   18:58:32 2019-09-28  უპასუხე   
რაღაც ვერ დააკვირდი კარგად როგორც ჩანს.
რუსული და ჩინური წარმოების კოსმეტიკაში ნორმაში უწერია პარაბინები... გერმანია, ესპანეთი, მექსიკა, თურქეთი - ამათმა ვერ გაიარეს ტესტი.
არადა თითქოს ძალიან გასაგებად წერია ყველაფერი და ეს ხალხი მაინც უკუღმა როგორ კითხულობს :D :D
თეა   20:19:23 2019-09-30  უპასუხე   
მშვენივრად გაიარა ტესტი ესპანურმა კონკრეტულად გადახედეთ ყველა ატვირთულ საბუთებს გთხოვთ.

ილია   09:11:46 2019-09-26  უპასუხე   
ენდე ეხლა ევროპულ ნაწარმს,აფერისტები

თეა   20:57:18 2019-09-22  უპასუხე   
დასახური კი არა გასაუქმებლები ხართ მარნეულიდან უნდა დაიწყონ

ლიზი   12:45:58 2019-09-09  უპასუხე   
თქვენი კვლევების გაზიარება მინდა ფეისბუქზე და იქნებ უზრუნველყოთ შესაბამისი ღილაკი
თამარ, CSRDG   12:53:10 2019-09-09  უპასუხე   
ლიზი ფეისბუქზეც გვიდევს ეს სტატია და იქედან შეგიძლიათ გადააზიაროთ.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge