ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
შაქრის ეტიკეტი

შაქრის ეტიკეტი
ეტიკეტი,

მიმდინარე წლის 21 ივნისს მომხმარებელმა მოგვიტანა ი.მ. „დალი ცირეკიძის“ მიერ წარმოებული/დაფასოებული შაქრის შეფუთვა წარწერით „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი“. მთავრობის დადგენილებით „ბიოლოგიური წარმოების შესახებ“ აკრძალულია  ეტიკეტზე, ტერმინების „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო“, „ეკო“ და მსგავს სიტყვათა კომბინაციის მითითება, თუკი პროდუქტი ბიოწარმოების წესების შესაბამისად არ არის წარმოებული. ბიოწარმოების სერტიფიკატს იძლევა კერძო სასერტიფიკაციო ორგანო, რომლის მონაცემების ეტიკეტზე მითითებაც ასევე აუცილებელია. 

მოცემული შაქრის შეფუთვაზე სასერტიფიკაციო ორგანო არ იყო მითითებული. გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მეწარმესთან

---------

მეწარმესთან გაგზავნილი წერილი დაგვიბრუნდა. საწარმო არ მოიძებნა ეტიკეტზე მითითებულ მისამართზე. 

---------

18 ივლისს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც სააგენტომ მოსთხოვა ბიზნესოპერატორს ბიოწარმოების სერტიფიკატის წარმოდგენა, რაც ამ უკანასკნელმა  ვერ შეძლო. ამის გამო მას აეკრძალა აღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაჯარიმდა 600 ლარით. აღსანიშნავია, რომ დაჯარიმება მოხდა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“-ს 741 მუხლის ნაწილი 2-ით. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ მეწარმეს ეტიკეტირების წესების დარღვევა 1 წლის განმავლობაში უკვე მეორედ დაუფიქსირდა.

 

 

 

 

 




print version
11:25:03 2018-06-27

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge