ბოლო ცვლილებები

გაყინული ხინკალი მაღაზია „კამადან“
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიდგომა მავნე სურსათის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სახელმწიფო კონტროლის შედეგები
სურსათის დაბინძურების წყაროების გამოვლენა
სესხის წინსწრებით დაფარვა
სესხები ფიზიკური პირებისათვის
ფასთა განსხვავება პროდუქტზე და სალაროში

პროდუქტი „იმერული“
ყველი,

2017 წლის 28 ოქტომბერს მომხმარებელმა დაფარული კომენტარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე:

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 31 ოქტომბერს მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ პროდუქტი „იმერული“, რომელსაც მაღაზიის მიერ გამოგზავნილ სასაქონლო ზედნადებში უწერია არა ყველი, არამედ სახაჭაპურე პროდუქტი და ამიტომაც ყველად ვერ ჩაითვლება. თუმცა, რადგან მომხმარებლის საჩივარი პროდუქტის საგემოვნო თვისებებს ეხებოდა, პროდუქტი ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ორგანოლეპტიკური ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტის ორგანოლეპტიკური პარამეტრები ნორმაშია და მას არ აღენიშნება უცხო სუნი და გემო.

აქვე,  კიდევ ერთხელ შევახსენებთ მომხმარებლებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სურსათი ყველის სახელწოდებით შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პროდუქტი რძისაგანაა დამზადებული. დაუშვებელია ყველის სახელწოდებით გაიყიდოს მცენარეული ცხიმით, ან რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქტი. ასე რომ, თუკი პროდუქტის ეტიკეტზე, ან თანდართულ დოკუმენტაციაში სიტყვა „ყველი“ არ არის მითითებული, სავარაუდოდ, ასეთი პროდუქტი ყველი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველივით გამოიყურებოდეს.




print version
14:42:30 2017-11-07

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge