ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
ჯარიმები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე
საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა

რძის პროდუქტების შემოწმება
რძის ნაწარმი, ფალსიფიკაცია,

2012-2013 წლებში ჩვენ მომხმარებელთა თხოვნით რამდენჯერმე შევამოწმეთ რძის ცხიმის შემცველობა სხვადასხვა ფირმის წარმოებულ პროდუქტებში, რომელიც "არაჟნის" და "კარაქის" დასახელებით იყიდება.  მიღებული გვაქვს მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი თხოვნა, სხვა რძის პროდუქტებიც შემოწმებულიყო. მათ პასუხად, და აგრეთვე ძველი შედეგების გადამოწმების მიზნით, 2013 წლის 24 დეკემბერს თბილისის ერთერთ მაღაზიაში შევიძინეთ დახლზე არსებული ყველა არაჟანი, ხაჭო და მაწონი. პროდუქტები, რომელსაც ეტიკეტზე მითითებული ჰქონდა, რომ შეიცავს მცენარეულ ცხიმს, ლაბორატორიულად არ შემოწმებულა _ საერთაშორისო სტანდარტით ეს პროდუქტები რძის პროდუქტს არ წარმოადგენს. ასეთები იყო: 

  • სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების წარმოებული "არაჟანი ექსტრა სანტე 15%" 
  • სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების წარმოებული "მაწონი ექსტრა სანტე 3.2% 
  • სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების წარმოებული "ხაჭო სანტე 6%"  
  • სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების წარმოებული "სანტისიმო გარგრის ჯემით ხაჭოს დესერტი 3.5%"
  • ჯორჯიან ეკოს წამოებული "ხაჭო ეკო-ფუდი 9%"  
  • ჯორჯიან ეკოს წამოებული "მილკო ფუდი არაჟანი 15% 1ლ"  
  • ნატურალ +-ის წარმოებული "ხაჭო"  
  • ნატურალ +-ის წარმოებული "არაჟანი  15%"  
  • ნატურალ +-ის წარმოებული "არაჟანი 25% სვანური 1ლ."  
  • ვიმ-ბილ-დან საქართველოს წარმოებული"მაწონი მე მარგო 15%"  

ამ მაღაზიაში გაყიდვაში არსებული ის რძის პროდუქტები, რომელსაც არ ეწერა რომ მცენარეულ ცხიმს შეიცავს (ხაჭო, არაჟანი, მაწონი) - ასეთი სულ 5 პროდუქტი აღმოჩნდა - დაინომრა და ჩაბარდა ლაბორატორიას, პროდუქტის ცხიმში რძის ცხიმის შემადგენლობის განსასაზღვრად.

ლაბორატორიიდან მიღებული შედეგები ასეთია:

# პროდუქტის დასახელება რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში
1 "არაჟანი სოფლის ნობათი 15%" 93.2%
2 "არაჟანი 20% სანტინო" 99.8%
3 "მაწონი სანტინო 3.2%" 98.87%
4 "სოფლის ნობათი მაწონი 3.2 %" 94.46%
5 "სანტინო ხაჭო 6%" 98.15%

ამ შედეგების მიხედვით ხუთივე პროდუქტი ნამდვილ რძის პროდუქტად შეიძლება ჩაითვალოს.

რძის პროდუქტების შემოწმება მომავალშიც განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სტანდარტით მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტი რძის პროდუქტის დასახელებით არ უნდა იყიდებოდეს. 2013 წლის დეკემბერში ჩვენი ინიციატივით მომზადდა პეტიცია "რძის პროდუქტების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ",  რომელიც საქართველოს აგრარული კომიტეტში გაიგზავნა რეაგირებისათვის. შედეგად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო ტექნიკური რეგლამენტის მომზადება, რომლითაც ეს საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში დაინერგება.




print version
15:33:51 2013-12-27

კომენტარის დამატება

მაიკო   00:31:43 2018-02-19  უპასუხე   
!გადარეული ვარ!!!ერთი ”სანტინოს” ვენდობოდი და გამიცრუა იმედები.3 წლის პატარასთვის დიდი ხანია ვყიდულობთ ამათ რძის პროდუქტებს...რადგან ვიცოდი,რომ ნატურალური რძისგან დამზადებულია.დღეს,მაცივარში აღმოვაჩინე დარჩენილი რძე,რომელსაც 11 თებერვალს გასდიოდა ვადა.ინტერესის გამო ახლა წამოვადუღე,არაა აჭრილი...მათი ხაჭოა და ერთი თვე აქვს ვადა...(?!)ეჭვი მაშინ შემეპარა,როცა მათი მაწონი წინა წლის 12 დეკემბრის,მაცივარში მიდევს და ჯერ კიდევ არ ააქვს ობი...(?!)სპეციალურად ვინახავ,მაინტერესებს ობს როდის მოიდებს,სუნიც კი არ ააქვს მჟავე.რასთან გვაქვს საქმე ნეტავ?!ბავშვებს,რძე და რძის ნაწარმიც არ მივსცეთ???!!! :( იმედია,გამოიკვლევთ.

ana   20:57:01 2018-02-12  უპასუხე   
გამარჯობა! მაინტერესებს სანტინოს მაწონი ჭამის წინ რომ შევათბო 10 წამზე რომ ჩავრთო მიკროტალღურში შეიძლება? ალერგიას ხომარ მისცემს ბავშვს?
თამარ, CSRDG   10:29:19 2018-02-13  უპასუხე   
ანა თუ ბავშვს ალერგია არ აქვს რძის პროდუქტზე მაშინ შემთბარი მაწონიც არ მისცემს ალერგიას

Giuli Giu   11:54:05 2016-12-12  უპასუხე   
გამარჯობატ, ხომ ვერ მეტკვიტ მილკოს ხილის ხაცჰო რამდენად არის სჰემოცმებული, ალუბლის და მარცკვის მილკოს ხილის ხაცჰოს ვგულისხმობ.

ელენე   13:21:51 2014-07-28  უპასუხე   
მცენარეული ცხიმის შემცველობა რას ნიშნავს კვებითი თვალსაზრისით? ნაკლებად სასარგებლოა და ზოგადად, უარყოფითი კომპონენტია?
თამარ, CSRDG   16:57:30 2014-07-28  უპასუხე   
არა ელენე, უარყოფითი კომპონენტი არ არის, თუ მცენარეული ცხიმი (გააჩნია რა მცენარისაა) კარგად იქნა დამუშავებული. რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმის გამოყენება იმ თვალსაზრისითაა გაუმართლებელი, რომ რძის ცხიმი, რაც სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის და რის გამოც მივირთმევთ ამ პროდუქტებს, იმას ვერ იღებს ჩვენი ორგანიზმი

Mirian Pkhakadze   10:31:42 2014-06-13  უპასუხე   
სანტეს 2,5% რძე, ლურჯი, გუშინ ვიყიდე ქუთაისში, ვადა არ ქონდა გასული, წარმოების თარიღიც ახალი იყო..დღეს დილით გავუხსნი ბავშვს, შეთბობის შემდეგ (ჩემდა საბედნიეროდ)გემო გავუსინჯე. ძალიან მწარე გემო ქონდა! მივიტანე მარკეტში სადაც შევიძინე და შემიცვალეს, "დამაიმედეს" აუცილებლად გადავცემთო "სანტეს"???!!

mako   16:02:12 2014-03-14  უპასუხე   
დღეს ალ. ყაზბეგის 24 ნომერში მდებარე ფუდ მარტში (იგივე "პოპული") შევიძინე სანტინოს ხაჭოს დესერტი ქიშმიშიანი და შიგნით გაურკვეველი წარმომავლობის პატარა ნაჭერი ვიპოვნე,ან ძვალია რამის ან ხე, მაგარია არ იღეჭება. გიგზავნით სურათსაც



teo   21:54:13 2014-01-17  უპასუხე   
ძალიან გთხოვთ შეამოწმოთ ეკოფუდის რძე "ბალიში"

natalia   21:52:54 2014-01-17  უპასუხე   
მომწერეთ რომელი ხაჭო და რძის პროდუქტი შეიძლება ვიყიდო,,რომელი პროდუქტია ნორმალური???თუ არის საერთოდ???
teo   21:55:33 2014-01-17  უპასუხე   
ყველაზე კარგი შირაქის პროდუქტებიაო...

natalia   21:36:16 2014-01-17  უპასუხე   
მაინტერესებს"პრესიდენტ"-ის ნაწარმი თუ არის ხარისხიანი.რძეზე დამზადებული

მორის   19:00:30 2014-01-17  უპასუხე   
სანტემ აღიარა და არჩევანიც მომხმარებელს მიანდო.

სანტე ჯი-ემთი პროდუქტების ოფიციალური კომენტარი ამ სტატიასთან დაკავშირებით :ვეხმაურებით 2014 წლის 16 იანვარს for.ge ზე გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „რძის პროდუქტების 15 სახეობიდან 10 ფალსიფიცირებულია!“.
გვსურს გაცნობოთ,რომ, კომპანია „სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“-ს მიერ წარმოებული ბრენდი „სანტინო“ ერთადერთია ქართულ ბაზარზე, რომლის,სრული ასორტიმენტი(მაწონი,ხაჭო,რძე,არაჟანი,კეფირი,ნაღების კარაქი) მთელი წლის განმავლობაში,მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ნატურალური რძისგან და ნაღებისგან იწარმოება.
დღესდღეობით, კომპანია „სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“ წლის განმავლობაში, ნატურალური რძის ყველაზე დიდ რაოდენობას აგროვებს და ამუშავებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში რძის სიმცირის გამო,ზამთრის განმავლობაში კომპანიას საშუალება აქვს ნატურალური რძისა და ნაღებისგან აწარმოოს მხოლოდ „სანტინო“-ს ბრენდი, ხოლო სხვა პროდუქცია ამავე პერიოდში დაამზადოს უმაღლესი ხარისხის მშრალი რძისა და რძის ცხიმის შემცვლელი მცენარეული ცხიმისგან.
შესაბამისად, შესაფუთზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე,მომხმარებელს აქვს საშუალება აირჩიოს თავისთვის მისაღები პროდუქტი- ნატურალური რძისაგან დამზადებული ბრენდი „სანტინო“ ან შედარებით ხელმისაწვდომი ფასის მქონდე „სანტე“-ს პროდუქტები.

nika   19:09:56 2014-01-16  უპასუხე   
გამარჯობათ! მე ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები ფაქტია კვერცხის შემოწმება! მე ვცხოვრობ გორში და მე პირადად დავაკვირდი გორის მაღაზიების დიდი ნაწილს და იქ არსებულ კვერცხებს არც-ერთს არ ემჩნევა ვარგისიანობის ვადის აღმნიშვნელი წარწერა. სავარაუდოდ სპეციალურადაა მასე დატანილი. 3-4 კვერცხიდან გატეხვის შედეგად ერთი ყოველთვის ძველია(გული გალაყებულია)! გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება!!!

keti   11:43:23 2014-01-13  უპასუხე   
გამარჯობათ, რომელი რძე არის უსაფრთხო და თქვენი ლაბორატორიის მიერ უვნებლად ჩათვლილი? პატარებისთვის ვიყენებთ რძეს და გთხოვთ გვიპასუხოთ..
თამარ, CSRDG   12:36:25 2014-01-13  უპასუხე   
ქეთი რძე არ შეგვიმოწმებია, ამიტომ პასუხს ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ





ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge