ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
შვრიის ფანტელი HAHNE
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
კარფურში შეძენილი ასაწონი „ხაჭო 4%“
ბეჭდური პუბლიკაციები
მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღე
წარმატების ამბავი - სამკურნალო-ესთეტიკური ცენტრის ხელშეკრულება
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
მუქი ქიშმიში

სანტეს ალუბლის წვენი

2012 წლის 27 აპრილს, მომხმარებელმა ვებ გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა:

ჩვენ 18 ივნისს შევიძინეთ სანტეს ალუბლის წვენი. ალუბალი შევარჩიეთ იმის გამო, რომ  გვინდოდა ბაზარზე არსებული ნედლი პროდუქტისთვის შეგვედარებინა. როგორ შეძენის შემდეგ აღმოჩნდა, სანეტს ალუბლის წვენს ჰქვია ”ალუბლის ნექტარი”, ხოლო შემადგენლობაში ძალიან გარკვევით აქვს მითითებული, რომ ნექტარი ”დამზადებულია კონცენტრირებული ალუბლის და ვაშლის წვენისაგან კონსერვანტების გარეშე”.

ანუ ფაქტიურად ეს პროდუქტი ვაშლისა და ალუბლის ნექტარია. ამიტომ ნატურალურ ალუბალთან პროდუქტის შედარებას აზრი დაეკარგა.

ჩვენ ოფისის პირობებში შევეცადეთ დაგვედგინა, არის თუ არა წვენში სინთეზური საღებავი - ამისთვის ცოტაოდენ წვენში ჩავყარეთ საჭმლის სოდა და მოვურიეთ. წვენმა ლურჯი შეფერილობა მიიღო, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ სავარაუდოდ პროდუქტი ხელოვნურ საღებავებს არ შეიცავს.

თუმცა პროდუქტის დასახელებას ”ალუბლის ნექტარი” მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.  ”კოდექს ალიმენტარიუსის” სტანდარტით, რომელიც აგრეთვე მიღებულია საქართველოს ეროვნულ სტანდარტად, თუკი პროდუქტი მიღებულია ორი სხვადასხვა წვენის შერევით, პროდუქტის დასახელებაში ორივე ხილის დასახელება უნდა ფიგურირებდეს. ანუ, იმის მიხედვით, რომელია ამ პროდუქტში მეტი - ვაშლი თუ ალუბალი, პროდუქტს უნდა ერქვას მაგალითად ”ვაშლისა და ალუბლის ნექტარი” (თუ ვაშლი მეტია) ან ”ალუბლისა და ვაშლის ნარევის ნექტარი” (თუ ალუბალია მეტი). გარდა ამისა, ვინაიდან პროდუქტი კონცენტრატისგანაა დამზადებული, სიტყვა ”კონცენტრატისგან” ან ”აღდგენილი” პროდუქტის დასახელებასთან ახლოს უნდა იყოს მითითებული და კარგად გამოიყოფოდეს ეტიკეტის ფონიდან. შემოწმებულ პროდუქტის ეტიკეტზე კი ეს ინფორმაცია საკმაოდ შეუმჩნევლად იყო დატანილი

გაიგზავნა წერილები მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

2012 წლის 3 ივლისს შპს ”სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებიდან” შემდეგი წერილი მივიღეთ:

როგორც წერილიდან ჩანს, მეწარმე ითხოვს უარვყოთ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წარწერას ”ალუბლის ნექტარი” მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. 

იმისთვის, რომ გავერკვეთ, მართალია თუ არა მეწარმე, მომხმარებლებს ვთხოვთ დააფიქსირონ თავისი აზრი: საკმარისია თუ არა შემადგენლობაში ვაშლის წვენის მითითება, იმისთვის, რომ ეს პროდუქტი სუფთა ალუბლის ნექტარი არ გეგონოთ?

2012 წლის 29 ივნისს მივიღეთ წერილი სურსათის ეროვნული სააგენტოდან, რომელიც აგრეთვე ამართლებს მეწარმეს.




print version
14:13:32 2012-09-04

კომენტარის დამატება

anna   12:57:52 2019-02-04  უპასუხე   
დალოცვილებო ამხელა ასოებიტ ნექტარი აწერია და ნატურალური წვენი საიდან არის სჯბა ბაასი რომ გაგიმართავთ

თემური   20:16:01 2012-08-29  უპასუხე   
შემადგენლობაში მითითებული ყოფილა ვაშლის წვენი + კანონი არ ითვალისწინებს მთავარ ეტიკეტზე წვენის მითითების ვალდებულებას. მომხმარებელი კი ასკვნის, რომ წვენი ნატურალური არ არის :) რა ლოგიკაა? ვინმემ გამოიკვლია, ის ვაშლის წვენი არის თუ არა ნატურალური? ასევე მაინტერესებს, რატომ თხოვთ ქართველ მწარმოებელს ევროპული სტანდარტების დაცვას ამ კუთხით, მაშინ, როცა კანონით ეს არ ევალებათ?
მაინტერესებდა თქვენი კომპეტენტურობა და ამ საკითხს ჩავუღრმავდი... დასკვნა ის არის, რომ უბრალოდ ზვიადისტები ხართ :)

მომხმარებელი   16:36:36 2012-08-08  უპასუხე   
მთელი შეფუთვა დათმობილია ალუბლის სურათებს, და რამდენჯერ მიყიდია ეს წვენი და არასდროს შემადგენლობისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. რა თქმა უნდა ვერავინ ვერ მიხვდება რომ ვაშლის წვენიც შედის.

Tinatin   15:51:51 2012-07-06  უპასუხე   
თუ მითითებულ პროდუქტში ნამდვილად არის გამოყენებული ორი სახის ხილი, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მითითებული ეტიკეტზე

სოფო   23:16:46 2012-07-04  უპასუხე   
თვითონაც კარგად იციან რომ ნატურალურ წვენს არ უშვებენ,მაგრამ აღიარება არ უნდათ.სანტეს ალუბლის წვენი არ ითვლება ნატურალურად რადგან ვაშლის წვენის დანამატებია.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge