ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
შაქრის ეტიკეტი

ჩვენი სერვისები

 

საინფორმაციო-საკონსულტაციო, მათ შორის იურიდიული მომსახურება

შეგიძლიათ მოგვმართოთ მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ მოგაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას, ან სხვა კომპეტენტურ ორგანიზაციებთან გადაგამისამართებთ.

ჩვენს მომსახურებაში, ასევე, შედის მოქალაქეთათვის იურიდიული დახმარების გაწევა. 

 

სურსათის შემოწმება

თუ თქვენ მაღაზიაში შემოგთავაზეს სასურსათო პროდუქტი, რომელიც თქვენი აზრით:

  • არასათანადო პირობებში იყიდება, ინახება ან გადაიზიდება;
  • ვადაგასულია ან გამოშვების თარიღი და მოხმარების ვადა გაუგებარია;
  • გაფუჭებულია, დაბინძურებულია ან სხვა მიზეზის გამო გამოსაუდეგარია საკვებად;

ან თუკი მაღაზიაში შეძენილმა სურსათმა მოგწამლათ

გვაცნობეთ ამის შესახებ.

თქვენი შეტყობინების პასუხად, ჩვენ ყოველ ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ თქვენს მიერ აღმოჩენილი დარღვევა რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას:

  • თქვენს მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძენთ პროდუქტის ნიმუშს, შევამოწმებთ მის ეტიკეტს და, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის ორგანიზებას მოვახდენთ.
  • შემოწმების შედეგებს გამოვაქვეყნებთ ამ საიტზე და ჩვენი ფეისბუქის გვერდზე.
  • დადგენილი მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ვაცნობებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და სხვა კომპეტენტურ სტრუქტურებს.
  • წერილობით მივმართავთ მაღაზიასა და, შესაბამის შემთხვევებში, ასევე, სურსათის მწარმოებელს და მოვთხოვთ დაუყოვნებლივ გამოასწორო მდგომარეობა.
  • გარწმუნებთ, შედეგი აუცილებლად იქნება.

ერთად ვაკონტროლოთ გასაყიდად გამოტანილი სასურსათო პროდუქტები და მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში მხოლოდ უვნებელი სურსათი იყიდებოდეს!

 შეგიძლიათ მოგვწეროთ ამ ვებსაიტზე, კომენტარის სახით, ასევე ფეისბუქის გვერდზე, ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე 239 90 19/18, 219 42 42.

ჩვენი მომსახურება უფასოა.



 

 




print version
15:01:00 2011-09-19

კომენტარის დამატება

nana   10:51:44 2018-01-16  უპასუხე   
გამარჯობა. სხვადასხვა სუპერმარკეტსა თუ მაღაზიაში ,,ჰერბიას" სახელით იყიდება მწვანილები და ბოსტნეული, რომელსაც შეფუთვაზე მითითებული აქვს ,,უსასუქო". სად შეიძლება შემოწმდეს მართლა უსასუქოა თუ არა ჰერბიას ბოსტნეული?
თამარ, CSRDG   11:21:41 2018-01-16  უპასუხე   
აკრედიტირებულ ლაბორატორიებშია შესაძლებელი ამ პროდუქტების შემოწმება

magda ma   16:34:44 2018-01-09  უპასუხე   
მოგესალმებით.10 ნოემბერს შემისრულდა 60 წელი,დეკემბერში ავიღე პენსია 180 ლარი,მხოლოდ ერთი თვის, სობესში უარი მითხრეს 11 -30 ნოემბრის დღეების პენსიის გადახდაზე,რამდენად სწორია და თუ მეკუთვნის ვის მივმართო? გმადლობთ.
თამარ, CSRDG   18:08:30 2018-01-09  უპასუხე   
უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ნომერზე 1505

მაგდა   01:07:44 2018-01-03  უპასუხე   
გამარჯობათ. ნომერზე 239-90-19-18 ვერ გიკავშირდებით.გთხოვთ მომწეროთ სხვა ნომერი
თამარ, CSRDG   22:43:51 2018-01-03  უპასუხე   
მაგდა ოფისი დაკეტილია საახალწლო არდადეგების გამო და ვერ დაგვიკავშირდებით. იქნებ ფეისბუქის ჩვენს გვერდზე მოგვწეროთ შეტყობინებებში რა გაინტერესებთ ან თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით

lali   12:16:59 2018-01-02  უპასუხე   
მომხმარებელთა უფლებებს დარღვევაზე თქვენ მოგმართოთ თუ მადონა კოიძეს(სახალხო კონტროლი)??
თამარ, CSRDG   22:45:34 2018-01-03  უპასუხე   
ლალი გნებავთ ჩვენ მოგვწერეთ გნებავთ ქ-ნ მადონას მიმართეთ, თქვენი გადასაწყვეტია

Dimitri   22:31:11 2017-12-30  უპასუხე   
მოგესალმებით,

"ისთ ფოინტის" კარფურში ვიყიდე საფერავი, 5 ლიტრიანი. სითხეს საერთო არაფერი აქვს ღვინოსთან. ჩეკი არ შემინახავს თორემ მივუბრუნებდი კარფურს. შეურაცხყოფილი დავრჩი, საქართველოში ეგეთი სითხე ღვინის დასახელებით არ უნდა იყიდებოდეს. კომპანია "როიალ ვაინ". ეთიკეტზე ტელეფონი აწერია მაგრამ გათიშულია (032 294 07 45). ასევე ეტიკეტის მიხედვით კომპანიის მისამართია თბილისი მანჯგალაძის # 17. უბრალოდ, იქნებ გადაამოწმოთ. ძალიან დიდი სირცხვილია, ეგ არის ქვეყნის თავის მოჭრა, როდესაც ღვინის ქვეყანა გქვია. ძალიან გთხოვთ, გადაამოწმეთ და ეგ გაურკვეველი სითხე იქნებ ამოიღონ ქსელიდან.

მადლობა წინასწარ,

პატივისცემით

დიმიტრი კალინიჩენკო

599 94 32 75
თამარ, CSRDG   11:06:26 2018-01-02  უპასუხე   
ბ-ნ დიმიტრი სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდით ნომერზე 1501, ჩვენ ალკოჰოლურ სასმელებს ვერ ვამოწმებთ

ანონიმურად   10:17:14 2017-12-18  უპასუხე   
მოგესალმებით, რამდენიმე დღის წინ საბურთალოს "სითი მოლის" ტერიტორიაზე, ჰიპერმარკეტ "გუდვილში" შევიძინე ე.წ. დამბალხაჭო. შეფუთვაზე ეტიკეტირებული იყო მხოლოდ დამზადების თარიღი, შენახვის ვადა არ ეწერა, არც დამამზადებელი კომპანიის დასახელება. ცელოფნის გახსნისთანავე ძალიან არასასიამოვნო სუნი ჰქონდა, თუმცა ვიფიქრე, რომ ასეთი უნდა ყოფილიყო. გავსინჯეთ, გემოს არაუშავდა, მაგრამ სუნის გამო ვერ შევჭამე და გადავაგდე. მეორე დღესვე საშინელი დიარეა დაგვემართა მთელს ოჯახს და სამი დღე გაგრძელდა. გთხოვთ, შეამოწმოთ აღნიშნული პროდუქცია. იყიდება პატარა გუნდების სახით, ცელოფანში გახვეული და სასწორის ეტიკეტით "დამშვენებული".
თამარ, CSRDG   12:50:11 2017-12-18  უპასუხე   
თუ გახსოვთ დამზადების თარიღი რა იყო მითითებული
ანონიმურად   14:54:09 2017-12-20  უპასუხე   
სამწუხაროდ, არ მახსოვს.

ნინო   16:24:42 2017-11-14  უპასუხე   
გამარჯობა! იქნებ დამაკვალიანოთმ სად შემიძლია შევამოწმო თაფლი (ნატურალურია თუ ფალსიფიცირებული)?
მადლობა
თამარ, CSRDG   12:02:26 2017-11-15  უპასუხე   
სანიტარიისა და ჰიგიენის ს/კ ინსტიტუტის ლაბ-ია 2951450

სოფლის მეურნეობის ლაბ-ია 2530968

ტატო ურუშაძე   16:25:30 2017-09-06  უპასუხე   
გამარჯობათ, თუ შეიძლება მომწერეთ თუ არის შესაძლებელი საწვავის(ბენზინი,დიზელი) და საკვების პროდუქტების მაგ;(თევზის) ლაბორატორიული შემოწმება და რა პროცედურებია ამისთვის საჭირო. მადლობთ ყურადღებისთვის
თამარ, CSRDG   16:55:19 2017-09-06  უპასუხე   
ტატო ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ლაბორატორია, როცა ანალიზი გვჭირდება მივმართავთ ხოლმე აკრედიტირებულ ლაბორატორიებს

ნანა მდინარაძე   15:31:38 2016-12-16  უპასუხე   
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიის მეშვეობით ჩემი კუთვნილი კონტეინერი უნდა ბათუმის პორტში 6 დეკემბერს უნდა ჩამბარებოდა. აღმოჩნდა, რომ პორტს გემების მიღების პრობლემა შეექმნა და ტვირთს 26 დეკემბრამდე ვერ მივიღებ. ისიცც სათუოა, 26-ში გადმოიტვირტება თუ არა პორტსი კონტეინერი.
დროში შეფერხების გამო, მე მომადგა ფინანსური ზარალი.
ვის შეიძლება, ამ შემთხვევაში მივმართო ან მეკუთვნის თუ არა ზარალის ანაზღაურება ან გადაზიდვების კომპანიის ან პორტის მხრიდან?

თამაზი   16:06:50 2016-05-13  უპასუხე   
რატომ იბლოკება კომენტარები თუ ყველაფერს ვაკეთებთ წესების მოთხოვნის თანახმად?
თამარ, CSRDG   11:12:10 2016-05-16  უპასუხე   
ეს კომენტარი ჩანს და იქნებ თავიდან მოგვწეროთ თქვენი კომენტარი

jymmi   10:48:08 2016-02-17  უპასუხე   
არ მპასუკობტ კი არა საერტოდ აგდებტ სიიდან ცჰემ კიტხვას რა კრიტერიუმიტ აფასებტ მიტხარიტ იქნებ როგორმე მოვახვედრო კიტხვა ვპასუხ გასაცემტა სისჰი
თამარ, CSRDG   11:45:17 2016-02-17  უპასუხე   
აქ მოგვწერეთ კითხვა და გაგცემთ პასუხს

თამუნა   17:56:29 2015-07-28  უპასუხე   
მოგესალმებით.... მინდა მადლობით დავიწყო...ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ისმენს საზოგადოების პრობლემებს და ცდილობს მაქსიმალურად გაუწიოს დახმარება. ვისურვებდი მსგავსი ორგანიზაციები და კოლეგები გვიმრავლოს ღმერთმა....არ ვარ ხშირი მომხმარებელი, უბრალოდ მსგავსი თანამშრომლობა ხალხთან დასაფასებელია.მადლობა ყურადღებისთვის

maka   14:51:24 2015-02-06  უპასუხე   
გამარჯობა, მაინტერესებსმთაწმინდის რაიონის წყალკანალის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
თამარ, CSRDG   15:50:24 2015-02-06  უპასუხე   
მაკა მიმართეთ ან წყლის კომპანიას ან საინფორმაციო ცნობარს 11808 ან 11809

nino   10:23:14 2014-10-25  უპასუხე   
თვალის ოპერაცია მჭირდება-დამაფინანსეთ აუცილებლად!!!
თამარ, CSRDG   16:25:42 2014-10-26  უპასუხე   
ნინო ამ საკითხზე უნდა მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს. მატი ცხელი ხაზის ნომერია 1505

Tamari   18:17:24 2014-04-21  უპასუხე   
გამარჯობათ,იანვარში შევიძინე სარეცხის მანქანა Smiley-ს მაღაზიაში,მოტანის დღესვე თვითონ დაამონტაჟეს,ორ თვის განმავლობაში ჩვეულებრივ მუშაობდა,ერთ დღეს როდესაც ჩავრთე წყალი არ შედიოდა და აღმოჩნდა რომ შლანგზე დამონტაჟებული ინდიკტორი გაფუჭდა,Smiley-ს მაღაზიის საგარანტიო მომსახურების სამსახურს როდესაც დაურეკე ხელოსანმა მითხრა არ შედის უფასო მომსახურებაშიო, არადა საგარანტიო ფურცელში არსად არ წერია სადმე რომ არ ეკუთვნის უფასო შეკეთებას,ეს შლანგი მათთან ნაყიდ სარეცხ მანქანას მოჰყვა,მათივე ხელოსანი 30 ლარს ითხოვს ამ შლანგის შეკეთებაში,ამ შლანგის შეკეთება როგორც ჩანს ინდიკატორის საერთოდ მოხსნაშია და თან ახალითაც არ შეცვლიან ამ ფასში, საგარანტიო ფურცელში კი უწერიათ რომ თუ გაფუჭდა ტექნიკურად მანქანა და კლიენტმა მანამდე თუ თვითონ დაამონტაჟა მაშინ არ გააკეთებენ უფასოდ ანუ გრანტიის ფურცელით,როგორ მოვიქვე იქნებ მირჩიოთ,წინასარ მადლობა
თამარ, CSRDG   13:04:28 2014-04-22  უპასუხე   
თამარ დარეკეთ ჩვენს იურისტთან 598520095 და უფასო კონსულტაციას გაგიწევთ თქვენი უფლებების შესახებ

MARIAMI   18:51:18 2014-03-26  უპასუხე   
დოლიძის ქ 11-ში მარკეტ ნუგეშში დახლზე აწერია სხვა ფასი სალაროსთან სხვას გახდევინებენ-მეტს. ირღვევა მომხმარებელთა უფლებები.გთხოვთ შეამოწმოთ
Dato Koxtashvili   13:59:55 2014-06-20  უპასუხე   
გთხოვთ დაგვიკავშირდით შ.პ.ს "ნუგეშის" ცხელ ხაზზე 2-50-50-88

ქეთი   01:02:05 2014-03-12  უპასუხე   
ვმუშაობ ,,გუდვილში,, და ყველს გირჩევთ შეიძინოთ პროდუქცია იქ, იმიტომ არა, რომ მე ვმუშაობ,არამედ იმიტომ, რომ მართლაც დაცულია ყველანაირი ნორმა მაქსიმალურად.
Dato Koxtashvili   14:02:41 2014-06-20  უპასუხე   
ვმუშაობ ნუგეში და მეც გირჩევთ რომ ყველაფერი ჩვენთან შეიძინოთ ჩვენთანაც ყველანაირი ნორმა :)

ქეთი   00:53:47 2014-03-12  უპასუხე   
პირველ რიგში უღრმესი მადლობა, რომ არსებობთ! რომ იცოდეთ რამდენი ხანია მინდა მსგავს ორგანიზაციას წავაწყდე:) დგეს სრულიად შემთხვევით ვნახე ეს საიტი.ოცნებად მაქვს ქცეული ასეტ ორგანიზაციაში მოხვედრა... ვმუშაობ ამ სფეროში და ვიცი რა კატასტროფული მდგომარეობაც გვაქვს საქართველოში.. დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით რითიც შევძლებ.

ლერი გერგედავა   00:49:45 2013-12-27  უპასუხე   
ჩემი უფლებები უხეშად ირღვევა. მაღაზიაში შეძენილი საოჯახო ნივთი ორ დღეში გაფუჭდა. ნივთს არ მიცვლიან. დამარბენინებენ სერვის ცენტრში იქ ვერ აკეთებენ.გთხოვთ მირჩიოთ რა ვქნა
თამარ, CSRDG   11:21:35 2013-12-27  უპასუხე   
ლერი, ან თქვენი საკონტაქტო ნომერი მოგვწერეთ, ან ფეისბუქის დაფარულს შეტყობინებებში მოგვწერეთ რომ მოგცეთ იურისტის ნომერი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი უფლებების დაცვაში

Etuna Gvalia   20:37:22 2013-10-29  უპასუხე   
საღამო მშვიდობის!
პარფიუმერიის ერთ-ერთ მაღაზიაში გამიტყდა სუნამოს ტესტერი(არა დაუდევრობით). რამდენად კანონიერია ამ შემთხვევაში ზარალის სულად ანაზღაურების მოთხოვნა?
თამარ, CSRDG   11:57:54 2013-10-30  უპასუხე   
ეთუნა თქვენს მაილზე გამოგიგზავნეთ ჩვენი იურისტის ნომერი. დაუკავშირდით მას და გაიარეთ კონსულტაცია

ვალერი   23:35:18 2013-08-21  უპასუხე   
მოგესალმებით.
2013 წლის 21 ივლისს კარფურში შევიძინე HTC-სისტემის მობილური ტელეფონი. ტელეფონი წესიერად არ იმუხტებოდა, ითიშებოდა რამდენიმე საათში. თავიდან გვეგონა, რომ არ დავტენეთ ბოლომდე. კარფურს რომ მივმართეთ, გაგვაგზავნეს მაღაზია "მე-9 ცა"-ში, სადაც გაირკვა, რომ ტელეფონს ჰქონდა ქარხნული წუნი, და შემოგვთავაზეს ტელეფონის შეცვლა. IMEI-კოდის შემოწმების შემდეგ მაღაზიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ეს ტელეფონი არ ეკუთვნოდა "მე-9 ცა"-ს, და ისევ კარფურში გადაგვამისამართა. იქ კი გაირკვა, რომ თურმე მობილურ ტელეფონებზე და კომპიუტერებზე სულ 24 საათია საგარანტიო ვადა, ხოლო შემდეგ კი არ უცვლიან მომხმარებელს მათ მიერ შეძენილ ახალ ნივთს, არამედ აგზავნიან სახელოსნოში შესაკეთებლად, და თანაც გეუბნებიან, რომ ვინაიდან გავიდა 1 დღეზე მეტი, უკვე ტელეფონს არ შეგიცვლიან, უბრალოდ გახსნიან, შეაკეთებენ, და გამოვა, რომ 2-3 დღის ნაყიდ ტელეფონს ააძრობენ ლუქს, შეაკეთებენ რომ იმუშაოს 1-2 თვე (საუკეტესო შემთხვევაში), და შემდეგ გეუბნებიან, რომ გაუვიდა საგარანტიო ვადაც. ახლაც კი, ფული გადახდილია 1 თვის წინ, ტელეფონით ფაქტიურად არ მისარგებლია და არც მინახავს ბოლო 3 კვირა. კარფურიდან მაქვს პასუხი, რომ მიუხედავად ქარხნული წუნისა, გასულია ნასყიდობიდან 24 საათზე მეტი, და უნდა შევეგუო, რომ ახალი ტელეფონის ფასად მექნება ლუქახსნილი სადღაც სახელოსნოში შეკეთებული ტელეფონი.
გთხოვთ მომცეთ რჩევა, როგორ მოვიქცე ამ სიტუაციაში. პატივისცემით,
ვალერი
ვალერი   00:12:24 2013-08-25  უპასუხე   
საღამო მშვიდობის!
გუშინ დამიკავშირდნენ კარფურიდან და გამომიცვალეს ტელეფონი. ჯერ-ჯერობით მუშაობს. იმედი მაქვს, მომავალშიც იმუშავებს.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.
პატივისცემით,
ვალერი
თამარ, CSRDG   12:39:26 2013-08-22  უპასუხე   
ვალერი ჩვენს ფეისბუქის გვერდზე momxmarebeli.ge იქნებ მოგვწეროთ დაფარულ მესიჯებში თქვენ საკონტაქტო ნომერი რომ იურისტს დაგაკავშიროთ კონსულტაციისთვის.

nuca martiashvili   09:59:52 2013-05-17  უპასუხე   
თუ შეიძლება მომწერეთ გაქვთ თუ არა შემოწმებული გერმანული წარმოების "ჰარიბოს ჯელიბონები" ,მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ჯამრთელობისთვის. გმადლობთ
ლია, CSRDG   12:56:04 2013-05-17  უპასუხე   
არა, არ გვაქვს შემოწმებული

დავითი   21:00:34 2013-01-25  უპასუხე   
მოგესალბეთ!
ძალიან კარგია მსგავსი სახის პრევენციული ხასიათის მოქმედებები, საინტერესოა რა რეაგირება მოყვება ყოველივე ამას? თუ აცნობებთ აღნიშნულის შესახებ ქ.რუსტავში სუპერმარკეტ ,,მადაგონი,,–ს ადმინისტრაციას და გამოიყენება თუ არა რაიმე სახის სადამსჯელო ზომები. მადლობთ!
თამარ, CSRDG   11:59:52 2013-01-28  უპასუხე   
დავით ჩვენი შემოწმების შედეგებს ყოველთვის ვაცნობებთ მეწარმესაც და სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც. ამ შემთხვევაშიც წერილები ორივეგან გაიგზავნა. წერილები მიბმული სტატიის ბოლოს და შეგიძლიათ ნახოთ. რეაგირების შესახებაც იქვე ვტვირთავთ ინფორმაციებს, თუ წერილობითია რეაგირება წერილები იტვირთება სტატიაში, თუ სხვა სახისაა კომენტარის სახით ვაწერთ ბოლოში, ანუ ისტორია სადამდეც ვითარდება მომხმარებელს სრულ სურათს ვაჩვენებთ.

ქეთევან   11:21:00 2012-12-24  უპასუხე   
გამარჯობათ, გთხოვთ გაგვარკვიოთ კარფურში გასაყიდად გამოტანილი MADRAS –Extra Virgin --,რა ხარისხის ზეთია, და საშიში არს თუ არა ჯანმრთელობისათვის.
მადლობთ ,პატივისცემით

beqa   13:45:58 2012-09-02  უპასუხე   
მე გირჩევთ საიტის უსაფრთხოებაზე მეტი იფიქროთ :) თუ გგონიათ რომ საიტი დაცულია შემიძლია თქვენი ეჭვები გავაქრო და ახლავე დაგიპოსტოთ ყველა მომხმარებლის სახელი და პაროლი... Sql ბაზა გაქვთ მისახედი.
ლია, CSRDG   07:20:17 2012-09-05  უპასუხე   
გავასწორეთ ბაგი. მადლობთ შენიშვნისთვის
ლია, CSRDG   12:11:56 2012-09-03  უპასუხე   
მადლობთ ბექა. მივხედავთ
beqa   12:35:36 2012-09-03  უპასუხე   
მადლობა თქვენ, იშვიათად ხვდებიან მსგავს პოსტებს ნორმალურად... ძირითად შემთხვევაში სიტყვიერ შეურაცყოფაზე გადმოდიან და ვერ ვხვდები რატომ...

natia   19:09:44 2012-06-13  უპასუხე   
მისასალმებელია ესეთი ორგანიზაციის არსებობა და ძალიან მიხარია როგორც რიგით მოქალაქეს, რომ ვიღაც მსგავსი საქმიანობით კავდება. ყველას უნდა ესმოდეს რამდენად მნიშვნელოვანია გამართული სერვისი და მომხმარებლის უფლებები, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა საქართველოში. დიდი იმედი მაქვს თქვენი საქმიანობა ამ მდგომარეობას შეცვლის :)

gvanca   20:22:09 2012-05-10  უპასუხე   
წავიკითხე თქვენს გვერდზე აღნიშნული ქართული რძის პროდუქტების საჩივრები, გადამოწმება და დადგენილებები, და დავინტერესდი თუ გექნებათ საშვალება გადაამოწმოთ PREZIDENT ის და DANONE-ის რომელიმე ნებბისმიერი პროდუქცია, მაინტერესებს შეესაბამება თუ არა იმ სტანდარტს რომელიც აQვთ მითითებული. პასუხს ველოდები, წინასწარ გიხდით მადლობას.
ლია, CSRDG   14:37:49 2012-05-11  უპასუხე   
გვანცა, დააკონკრეტეთ პროდუქტი, თუ შეიძლება.

Nana Gunia   09:54:40 2012-04-18  უპასუხე   
ძალიან მომწონსსს წარმატებებს გისურვებთ.გმერთმა მრავალ აღდგომას დაგასწროთ!

tea   -0.5  14:11:13 2012-03-12  უპასუხე   
მაინტერესებს საერთოდ თუ გაგაჩნიათ სირცხვილის შეგრდძნება.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge