ბოლო ცვლილებები

კონკურსი ჟურნალისტებისთვის, 2016-17 წწ
ვიდეო #2 - პიროტექნიკა
კარფურში შეძენილი ტკბილეული
სასმელი წყალი გორის რაიონის სოფ. ქვემო შავშვებში
სურსათის ტყვიის შემცველობაზე შემოწმების შედეგები
სამი სახეობის კარაქის შემოწმება გლდანის მარკეტებიდან
ვიდეო #1 - გაფუჭებული სარეცხის მანქანა და საგარანტიო ხელშეკრულება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიდგომა მავნე სურსათის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით
მოსახლეობის ინფორმირება მავნე სურსათის შესახებ

მომხმარებლის აზრი: მაღაზიები
პუბლიკაცია, საკვებდანამატი,

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მაღაზიებთან დაკავშირებით: რომელ მაღაზიას ურჩევდით თქვენს ახლობელს და რომელს არა? რატომ?




print version
11:41:36 2013-07-12

კომენტარის დამატება

salome   12:24:21 2017-08-11  უპასუხე   
სანამ რაიმე სახის პროდუქციას შეიძენთ ეფლ სითიში დაფიქრდით APPLE CITY. მატყუარების და არაკვალიფიციულრი თანამშრომლების გუნდია. გაფრთხილებთ მართლა! 1900 ლარს რომ იხიდ ტელეფონში ნაკლი არ უნდა ქონდეს. იძლევიან მერე არასწორ დასკვნებს. ყველა მომხმარებელი ყკმაყოფილოა და ატყუებენ ხალხს ვითომ წელიწად ნახევარი აქვთ გარანტია. მტავარია, რომ შემოგაჩეჩონ მათი უხარისხო პროდუქცია

salome   12:19:29 2017-08-11  უპასუხე   
პროდუქციას. ძალიან ძალიან ცუდსანამ რაიმე სახის პროდუქციას შეიძენთ ეფელ სითიში APPLE CITY - ში დაფიქრდით და გადამოოწმეთ და შეამოწმეთ კარგად. ძალიან უხარისხო პროდუქცია აქვთ და საშინელი სერვისი. ასევე მატყუარები არიან და არასწორ დასკვნებს გასცემენ. უზარმაზარი ფასიი ადევს ნაკლულ და დაწუნებულ ი მაღაზიაა საშინელი სერვისით. არ შეცდეთ და არ იყიდოთ მანდ არაფერი

Zaza   00:04:00 2017-08-11  უპასუხე   
მოგესალმებით, ყურადღებით იყავით როდესაც ბევრ რამე ერთად ყიდულობთ. დღეს სუპერმარკეტების ქსელ უნივერსამის ერთ-ერთ ფილიალში მოლარემ 4.45 ლარიანი პროდუქტი (ძეხვი სალიამი) გამიტარა 7 ლარზე მეტად, რეალურად მე ყოველთვის შტრიხკოდებით ვამოწევ ფასებს, რადგან არასოდეს არ უდევს არც ერთ მაღაზიას ყველაფრის ფასები სწორად, ზოგი უნებლიედ ზოგიც შეგნებულად. მაგრამ სახლში მოსულმა ვნახე ჩეკში რომ არც აღნიშნული დასახელება და არც ფასი არ იყო, რეალურად სულ სხვა რამ აქვს გატარებული... ესეც არ მგონია უნებლიე, .ე.წ ძეხვის ქურდები ბევრი გამიგია მოლარეები და კონსულტანტები, რომლებიც ძვირიანს ჭამენ შესვენებაზე და კლიენტების გაბრიყვებით ახერხებენ ნაშთების კონტროლს და ცოტას გადახდას, მომხმარებლის არჩეულ იაფიან ვარუანტს თვითონ გადაიხდიან, ესეც მოსულა ყველგან დაწყებული გუდვილიდან ნიკორათი დამთავრებული.. აგერ მაგალითად ამას წინათ ნიკორაში მანდოლინა დავაჭრევინე და მახსოვს შესაფუთად რა დაბნეული დაატარებდა ეს გოგონა ამ დაჭრილ ნაჭრებს, რომ ავაწონინე თავიდან შეფუთული თავიდან წონა და ფასი არ დაემთხვა ნაკლები იყო და უი შემეშალაო არც კი გაწითლდა (( რომ არ მქონდეს გაგინილი მანდ რა ტრიალებს და რაებს კადრულობენ ეს ერთი ბეწო გოგოები არც გადავამოწმებინებდი.. ესეც დაბალი ანაზღაურებიდან გამომდინარე გამოუმუშავდათ ალბათ)) ნუ გაითვალისწინეთ, ფრთხილად იყავით ;)

Irina   17:41:47 2017-08-09  უპასუხე   
ვისარგებლე ონ ლაინ მაღაზიის http://wishlist.ge/ მომსახურებით და შევუკვეთე საქონელი 49 ლარის ღირებულებით. შეკვეთიდან მეორე დღეს დამიკავშირდა ოპერატორი და მაცნობა, რომ დღეს ვერ მოხერხდება ჩემი შეკვეთის მიწოდება, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოიტანენ . მეორე დღეს დამირეკეს და მითრეს რომ არსებული საქონელი არ არის. გამოდის - 2 დღე ტყუილად ველოდე, გადავიხადე, და წინა დღეს კიდევაც დამიდასტურეს ის რომ ჩემ შეკვეთას მივიღებ.
გუშინ 18:00 საათზე იყო მიწოდების ვადის ბოლო. ფაქტიურად მაღაზიამ არ შეასრულა ის რაზეც მაქვს გადახდილი, ვერ შევიძინე ნივთი და დაარღვიეს მიწოდების პირობები.
მთავაზობენ თანხის დაბრუნებას ან საქონლის სხვა მოდელი. ეს გასაგებია, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა და კომპეტენცია ხომ უნდა ჰქონდეს.
სხვა ქვეყანაში სადაც მომხმარებლის უფლებები დაცულია, ჩივილიც შეიძლებოდა, ჩემი აზრით.

Irina   17:36:39 2017-08-09  უპასუხე   
ვისარგებლე ონ ლაინ მაღაიზიის http://wishlist.ge/ მომსახურებით და შევუკვეთე საქონელი 49 ლარის ღირებულებით. შექვეთიდან მეორე დღეს დამიკავშირდა ოპერატორი და მაცნობა,რომ დღეს ვერ მოხერხდება ჩემი შექვეთის მიწოდება,მაგრამ ხვალ აუცილებლად მომითანებენ. მეორე დღეს დამირეკეს და მითრეს რომ არსებული საქონელი არ არის. გამოდის - 2 დღე თყუილად ველოდე,გადავიხადე,და წინა დღეს კიდევ დამიდასთურეს ის რომ ჩემ შექვეთას მივიღებ.
Irina   17:38:11 2017-08-09  უპასუხე   
ვისარგებლე ონ ლაინ მაღაზიის http://wishlist.ge/ მომსახურებით და შევუკვეთე საქონელი 49 ლარის ღირებულებით. შეკვეთიდან მეორე დღეს დამიკავშირდა ოპერატორი და მაცნობა, რომ დღეს ვერ მოხერხდება ჩემი შეკვეთის მიწოდება, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოიტანენ . მეორე დღეს დამირეკეს და მითრეს რომ არსებული საქონელი არ არის. გამოდის - 2 დღე ტყუილად ველოდე, გადავიხადე, და წინა დღეს კიდევაც დამიდასტურეს ის რომ ჩემ შეკვეთას მივიღებ.
გუშინ 18:00 საათზე იყო მიწოდების ვადის ბოლო. ფაქტიურად მაღაზიამ არ შეასრულა ის რაზეც მაქვს გადახდილი, ვერ შევიძინე ნივთი და დაარღვიეს მიწოდების პირობები.
მთავაზობენ თანხის დაბრუნებას ან საქონლის სხვა მოდელი. ეს გასაგებია, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა და კომპეტენცია ხომ უნდა ჰქონდეს.
სხვა ქვეყანაში სადაც მომხმარებლის უფლებები დაცულია, ჩივილიც შეიძლებოდა, ჩემი აზრით.

Giorgi   12:05:41 2017-05-22  უპასუხე   
გამარჯობა. ერთ-ერთ,ლიცენირებულ მაღაზიაში შევიძინე ორიგინალი ხარისხის კედები. სიტყვიერი გარანტიით რომ იყო ხარისხიანი და გაძლებდა დიდხნას. დახლოებით ერთი თვის შემდეგ,კედები ქუსლის ნაერთებში გაიხსნა. ასეთ შემთხვევაში მაქვს რაიმე სახის უფლება ? ვთქვათ, როგორც გერმანიაში არის თუ ფეხსაცმელი გარკვეული პერიოდი ვერ გაგიძლებს ან გადაიხსნება, ჩეკის წარდგენის შემთხვევაში გიცვლიან. ჩვენთან რა ხდება ? პრინციპის გამოც, არსებობს რაიმე მექანიზმი დავისთვის ?
თამარ, CSRDG   16:29:30 2017-05-22  უპასუხე   
არა გიორგი ჩვენთან მხოლოდ შეძენისას თუ აღმოაჩნდება ნაკლი პროდუქტს ასეთ შემთხვევაში გაქვთ მისი გადაცვლის მოტხოვნს უფლება. სხვა სემთხვევაში ტქვენი უფლებები სასამართლოში უნდა დაიცვათ და დამტკიცოთ, რომ კედის გაფუჭება მისმა უხარისხობამ გამოიწვია

Giorgi   12:30:27 2017-05-11  უპასუხე   
რა მაინტერესებს. ერთ ცნობილ მაღაზიაში ერთი და იგივე პროდუქტს,აქვს განსხვავებული ფასი(შტრიხკოდი ორივესი ერთნაირია და საქონელიც ზუსტია) და ორივეს განსხვავებული ფასი უწერია,ერთგან დიდი,მეორეგან პატარა,მაგრამ მოლარეს უწერს დიდ ფასს. არის თუ არა ეს დარღვევა? შემოსავლების სამსახურს მივწერე მაგრამ სულ სხვა რამე მომწერეს,ეტყობა კითხვა ვერ გაიგეს.

ნინელი   14:38:03 2017-04-15  უპასუხე   
სალამი, რამოდენიმე დღის წინ ჰიპერემარკეტ ლიბრეში (აღმაშენებლის ხეივანი) რძის პროდუქტების უზარმაზარი მაცივარი უჩვენებდა 13 გრადუსს. პროდუქტი უბრალოდ გრილი იყო და არა ცივი. ვის უნდა მივმართო შენახვის პირობების ასეთი დარღვევის დროს?
თამარ, CSRDG   11:24:12 2017-04-18  უპასუხე   
ნინელი, უნდა მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2919167, მათ აქვთ სპეციალური ხელსაწყო რომელიც ზომავს მაცივარში ტემპერატურას

GOGA   23:42:14 2017-04-13  უპასუხე   
ძალიან ცუდი მდგომარეობაა ავტო ნაწილების კუთხით,სულ ფალსიფიცირებული ნაწილები და ზეთები იყიდება,აკუმლიატორებზე ამბობენ,რომ დაბალი დონის გამძლეობაზე ბრენდების დასახელებებს აწებებენ,ვინ მიხედავს ამას? არასამთავრობოებმა ვინც იცავს მომხმარებელთა უფლებებს დაიწყეთ ამ საკითხებით დაინტერესება,ეს აუცილებელია

neli   12:17:50 2017-01-07  უპასუხე   
რატომაა რომ სურსათის უვნებლობა არაფერზე არ რეაგირებს? ისევ თქვენ და საერთოდ არასამთავრობოები თუ იღებთ ხმას თორემ საშველი არააა!
ლია, CSRDG   09:45:15 2017-01-11  უპასუხე   
ნელი, იქნებ კონკრეტულად გვაცნობოთ, რაზე არ რეაგირებენ, რომ გადავამოწმოთ და მივაღწიოთ, რომ ჰქონდეთ რეაქცია?
neli   12:40:06 2017-02-05  უპასუხე   
ნავთლუღში ბაზრებთან გარე ვაჭრობამ წალეკა ყველა ქუჩა,მეველის ქუჩაზე მანქანები ვეღარ მოძრაობენ უკვე ზედ მანქანის გზაზე ჯიხურები და დახლები ჩადგეს,იქნებ დააყენოთ საკითხი მერიაში თქვენ არასამთავრობოებს მეტ ყურადღებას გაქცევენ.
andria   10:02:42 2017-02-12  უპასუხე   
რატომ გარე ვაჭრობაზე არ იღებთ ხმას,მიმართეთ როგორჩ არასამთავრობო ორგანიზაციამ მერიას!დაიწამლა ხალხი.ამბობთ წარამარა ნუ შეიძენთ, ნუ შეიძენთ,იცით რომ 60 % ტელევიზიას არ უყურებს და არ იცის რასთან ააქვს საქმე.ამოიღეთ ხმა, თუ არაპოპულარულია ეს საკითხი?

MAIA   19:42:28 2017-01-03  უპასუხე   
კონკრეტულაი შეკითხვა მაქვს. ვალდებულია თუ არა მაღაზია უკან დაიბრუნოს საქონელი (ორი დღის მერე, ფეხსაცმელი, უხმარი, ჩეკიც სახეზეა) თუ ის წუნიანი აღმოჩნდა, ლურსმნებია ამოჩრილი ფეხსაცმელში, რაც ხელითაც ისინჯება. თუ ვალდებულია, როგორ ვაიძულოთ რომ თავისი ვალდებულება შეასრულოს ?
თამარ, CSRDG   16:45:45 2017-01-10  უპასუხე   
უხმარი ფეხსაცმლის შემთხვევაში, როცა ჩეკიც გაქვთ და პროდუქციაც ნაკლიანია მაღაზია ვალდებულია გამოასწოროს ნაკლი, თუ არ სწორდება გადაცვალოს ახალ, უნაკლო იმავე პროდუქტში. ამის იძულება, თუ მაღAზია არ არის თანახმა, შეგიძლიათ სასამართლოს გზით

მაია   19:38:30 2017-01-03  უპასუხე   
უკაცრავად თამარ, მაგრამ თქვენს პასუხებს რომ ვკითხულობ ასე მგონია მომხმარებლის კიუ არა მამაძაღლი გამყიდველის ადვოკატი უფრო ბრძანდებით ... აქ სხვა საკითხია და არა ის თუ სად უნდა იყიდოს ამ ქალბატონმა ფეხსაცმელი და/ან როგორ უნდა შექმნას თურმე კონკურენბტყუნარიანი საქართველო... თქვენ მართლა ვერ ხვდებით პრობლემა რაშია თუ უბრალოდს თავიდან მოიშორეთ ამ თქვენი სრულიად არაადექვატური პასუხით? საქმე ისაა რომ უხარისხო საქონელი მიყიდეს და როცა ორ დღეში დაბრუნდა არავინ არ აიღო პასუხისმგებლობა, თორემ რა მნიშნველობა აქვს უპასუხისმგებლობა 300 ლარიან საქონელზე იქნება თუ 20 ლარიანზე ? ვერ ხვდებით რაზეა აქ ლაპარაკი ?
თამარ, CSRDG   16:43:54 2017-01-10  უპასუხე   
ქ-ნ მაია მომხმარებელს ვაწოდებთ ინფორმაციას კანონმდებლობიდან გამომდინარე რისი უფლება აქვს და რისი არა. სამწუხაროდ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც არ არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი. აქედან გამომდინარე არც მომხმარებელი არ არის დაცული. დღევანდელი კანონი ითვალისწინებს ნაკლიანი პროდუქტის შეკეთების, გაცვლის ან თუ არცერთი არ ხერხდება უკან დაბრუნების ვალდებულებას მაღაზიის მიმართ. როდესაც რაიმე პროდუქტს ყიდულობ და სახლში მისვლისას აღმოაჩენ, რომ პროდუქტი ნაკლიანია ასეთ შემტხვევაში აქვს მაღაზიას ვალდებულება გამოასწოროს ნაკლი, თუ არ ხერხდება გამოსწორება გადაცვალოს ახალ პროდუქტში და თუ ესეც შეუძლებელია დაუბრუნოს მომხმარებელს თანხა. ორი დღის სემდეგ, ჩანაცვამ ფეხსაცმელის ნაკლს კანონი არ იცნობს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა, ვიმეორებ მომხმარებელმა და არა მაღაზიამ, უნდა დაადგინოს რომ დაზიანება პროდუქტის უხარისხობამ გამოიწვია და არა ხმარებამ და მიმართოს სასამართლოს, რადგან არც სახელმწიფო სტრუქტურა არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს დაიცავს.

ოთარი   01:29:22 2017-01-02  უპასუხე   
ოჯახისთვის მინდოდა საახალწლოდ სურპრიზი მომეწყო და 30 დეკემბერს მეტრომარტის ტექნიკის მაღაზიაში შევიძინე სარეცხის მანქანა,რომელიც უნდა მოეტანათ ბინაზე 31 დეკემბრის შუა დღისთვის,მაგრამ მომიტანეს ღამის 10 საათზე,მანქანა იყო ყუთის გარეშე,ვიზუალურად ერთი დათვალიერებით დეფექტი ვერ შევნიშნე,მაგრამ მერე შევამჩნიე რომ კორპუსის ძირზე(ძნელად შესამჩნევ ადგილას) საკმაო დაზიანება ჰქონდა,თანაც მუშაობის დროს გამოსცემს უცნაურ ხმაურს,მაინტერესებს რა შანსი არსებობს რომ შემიცვალონ ეს ნივთი.

larisa   15:22:59 2016-11-20  უპასუხე   
40 ლარიანი საქმისთვის უნდა ვირბინო სასამართლოში და იქ 100 ლარზე მეტი საბაჟო უნდა ვიხადოო? ეს არის სამართლიანი ,რომ ჩემი უფლება სახელმწიფომ რომ უნდა დაიცვას მე ფული უნდა გადავიხადოო?ჩვენ არაფერი არასოდეს არ გვეშველება!

lali   20:45:55 2016-11-03  უპასუხე   
ნავთლუხში კედარის ბაზარში ბოლოში ხელ მარჯვნივ არის სურსათის მაღაზია,სადაც ვადაგასული პროდუქტები იყიდება,აზერბაეჯანელი ეროვნების ქალბატონი ამბობს,რომ რასაც უნდა იმას გაყიდის!
თამარ, CSRDG   11:00:58 2016-11-04  უპასუხე   
ლალი იქნებ უფრო კონკრეტულად მოგვწეროთ მაღაზიის მისამართი, სამწუხაროდ ნავთლუღის ტერიტორიას არ ვიცნობთ კარგად და ცოტა გაგვიჭირდება მაღაზიის პოვნა

maka   09:36:14 2016-10-28  უპასუხე   
მაგაზია, GB მარტინი, რომლის დირექტორი ბრძანდება სალომე ბოჭორიშვილი, თუ გინდათ ჩემსავით დაკარგოთ ფული იყიდეთ მანდ ერთჯერადი ფეხსაცმელი, მე ვიყიდე 261 ლარად და 2 ჩაცმის შემდეგ დაიხა, სულ არ დაინტერესებულან, რომ ასეთი ზარალი მომაყენეს, დაიმალა პასუხისმგებელი პირი

maka   17:21:37 2016-10-01  უპასუხე   
ფასებს უმატებენ გამყიდველები და გვატყუებენ კონკრეტულად ვარკეთილის მესამეში თხუთმეტი თეთრით ზედმეტს მახდევინებენ როცა მეორე მაღაზიაში იგივე პროდუქტი იაფია.თუ ერთიდაიგივე დღეს სხვადასხვა ფასები გაქვთ სხვადასხვა მაღაზიებში?
თამარ, CSRDG   14:30:20 2016-10-05  უპასუხე   
მაკა მაღზია კერძოს აკუთრებაა და ფასებსაც თვითონ მაღაზია არეგულირებს. თუ იცით სხვა მაღაზია სადაც უფრო იაფია იგივე პროდუქტი იქ შეიძინეთ ტქვენს და იძულებული იქნება ეგ მაღზიაც რომ ფასები დაწიოს. კონკურენციაა მარტივი

neli   19:22:52 2016-09-03  უპასუხე   
ბორჯომის ვგზლის ბოლოში ანტისანიტარიაა

grisha   11:54:52 2016-08-20  უპასუხე   
კიდევ ერთი რამე გამახსენდა, პეკინზე რამდენიმე აფერისტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტია, აქვთ 9.5% საკომისიო ან/და კურსი სალაროსთან არ შეესაბამება კურსს რომელიც ქუჩაში განლაგებულ აბრაზეა. გადაცვლის შემდეგ, მომხმარებელს ვალუტას უკან აღარ აძლევენ. რამე საშველი არის ეგეთ აფერისტებზე?


თამარ, CSRDG   12:31:08 2016-08-21  უპასუხე   
არა გრიშა, კანონში წერია რომ გადამცვლელ პუნქტს აქვს ვალდებულება საკომისიოს დაწესების შემთხვევაში მომხმარებელს აცნობოს ამის შესახებ, თუმცა ეს შეუძლია ან სიტყვიერად გააკეთოს ან განცხადება გამოაკრას თავის ტერიტორიაზე

grisha   11:35:02 2016-08-20  უპასუხე   
მოგესალმებით, ვის უნდა მივმართო ტროტუარზე განლაგებული სურსათის კიოსკების სარეკლამო ბანერები სიარულს რომ უშლიან ხალხს და ჩეკებს რომ არ აძლევენ მყიდველებს? გმადლობთ.
თამარ, CSRDG   12:34:34 2016-08-21  უპასუხე   
ტროტუარებზე განლაგების გამო მერიას უნდა მიმართოთ და ჩეკებზე შემოსავლის სამსახურს

Mariami   22:22:55 2016-08-10  უპასუხე   
Gamarjobat, shokoladi gamoshvebulia 23.08.2015shi vada aqvs 23.08.2016 mde anu gasvlamde darchenilia 12 dge. Aris tu araa sashishii agnishnuli produqtis mirtmeva?

მალხაზი   17:32:56 2016-03-27  უპასუხე   
გლდანის ფრესკოში ვიყიდეთ პომიდორი რომ გავჭერით ყველა იყო ესეთი
გთხოვთ გვითხრათ არის თუ არა ეს საშიში ჯანმრთელობისთვის


joni   13:37:10 2016-04-10  უპასუხე   
ამ პამიდვრის ჭამა მე გონი არ შეიძლება1 მაგრამ საკვირველი ის არის რომ არავინაა გამკიIხავი! გაყიდე რაც გინდა-პასუხს არავინ აგებს!
თამარ, CSRDG   10:07:39 2016-04-11  უპასუხე   
ჯონი გაგიკვირდებათ მაგრამ ამ პომიდვრის ჭამა შეიძლება და ძალიან გემრიელიც ყოფილა რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს. ეს ფაქტი დარღვევა არ არის და ამიტომ ვერ გვექნება რეაგირება. ეს არ არის მავნე, გაფუჭებული პომიდორი. უბრალოდ სითბოში დებისგან გაღვივდა
joni   22:49:32 2016-04-23  უპასუხე   
ე ი გაღვივებული პამიდვრის ჭამა შეიძლებაა??თქვენ რა სპეციალობის ხართ?
თამარ, CSRDG   10:12:47 2016-04-25  უპასუხე   
ჯონი ჩვენ გვყავს კვების ექსპერტები, რომლებთანაც გავდივართ კონსულტაციას სხვადასხვა საკითხზე, რომ მომხმარებელს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ამ საკითხზე დამატებით ინტერნეტში უცხოურ საიტებზეც მოვიძიეთ ინფორმაცია .ზოგადად გაღვივებული თესლი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს და მავნე არ არის.

Temo Ebilashvili   18:11:33 2016-03-20  უპასუხე   
გამარჯობათ,ხორცის კონსერვში,ეგრეთ წოდებულ ტუშონკაში შეგვხვდა ეს,რა არის ხომ ვერ მეტყვით


თამარ, CSRDG   12:05:49 2016-03-21  უპასუხე   
სამწუხარო ფაქტია და ცოტა ძნელი გამოსაცნობია რა არის. ფეისბუქის გვერდზეც დაგიწერეთ რომ კარგი იქნება თუ სააგენტოს მიმართავთ.

Ekaterine   14:03:02 2016-03-05  უპასუხე   
სულ რამდენიმე წუთის წინ ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში "ზღაპარი" შევიძინე ჩიფსი, რომლის ფასიც დახლზე მიმაგრებული ფურცლის მიხედვით 1,70 ლარი იყო, სალაროსთან კი აღნიშნული პროდუქტის ფასი 1,73 ლარი აღმოჩნდა. ვიკითხე: "1,70 ლარი ეწერა და 1,72 რატომ უნდა გადაგიხადოთ-მეთქი?! (ჩემი ბარათი უკვე მოლარეს ეჭირა)". ასე ღირსო მიპასუხა, უტიფრად გაატარა, არ მომდევნო კითხვაზე მიპასუხა და განაგრძო შემდეგი კლიენტის მომსახურება.

აქვე განვმარტავ, 2 თეთრი აქ გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, უბრალოდ მაქვს უფლება ვიცოდე პროდუქტის რეალური ფასი ყიდვამდე. მსგავსი შემთხვევა მქონდა "ნიკორა"-ს და "სპარ"-ის ქსელებშიც, იქ მომიბოდიშეს, მითხრეს რომ ფასი შეიცვალა და დააზუსტეს მინდოდა თუ არა ამ ახალი ფასის გაახდა პროდუქტში.

ვის უნდა მივმართო მსგავს სიტუაციებში ადამიანური მომსახურების მისაღებად?


თამარ, CSRDG   13:15:05 2016-03-07  უპასუხე   
მაღაზიის მენეჯერს უნდა მიმართოთ, სამწუხაროდ მეტი სტრუქტურა არ არსებობს ქვეყანაში

nino   22:46:32 2016-02-27  უპასუხე   
ვეძებ ნიტრატების გასაზომ ხელსაწყოს, ხომ ვერ გამარკვევთ, რომელია უკეთესი და სად შეიძლება შევიძინო....წინასწარ მადლობა!
nonakhutsishvili5@gmail.com

Tamari   13:00:53 2016-02-21  უპასუხე   
პ.ს. ეს არის ძველ ბაზარში

Tamari   12:58:59 2016-02-21  უპასუხე   
ნავთლუღში მეველის 5 -იყიდება თევზი რომელიც შეუმოწმებელია და აქვს ხოლმე ცუდი სუნი.ასევე მწნილებს ტუალეტის ეზოში ამზადებენ! გთხოვთ ჩაატაროთ მონიტორინგი-დიდი მადლობა წინასწარ.
თამარ, CSRDG   06:27:02 2016-02-22  უპასუხე   
თამარ, მონიტორინგის ჩატარების უფლება ჩვენ არ გვაქვს. ეს სახელმწიფო სტრუქტურის -სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმეა. მათ მისწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დაურეკეთ 2919167
Tamari   13:14:33 2016-02-28  უპასუხე   
ძალიან მაინტერესებს თქვენ რისი უფლება გაქვთ და იმაზე მოგწერთ!

mzia   22:32:47 2016-02-18  უპასუხე   
13 თებერვალს მაღაზია ალტა-ში (გლდანში) მე და ჩემმა შვილმა შევიძინეთ ძვირადღირებული ტელევიზორი (2255ლ). ადგილზე ეკრანი უჩვენებდა, ხოლო სახლში ტელევიზორი ჩაირთო ხარვეზით. საგარანტიოს მიხედვით მივიტანეთ ტელევიზორი 15 თებერვალს sony-ის სერვისცენტრში. ჩვენს დაუსწრებლად მოხდა ტელევიზორის შემოწმება და დაასკვნეს, რომ ეკრანი გატეხილიაო, რამაც ჩვენ შოკში ჩაგვაგდო, ვინაიდან ჩვენი მხრიდან არ მომხდარა არავითარი ქმედება , რასაც შეეძლო ტელევიზორის ეკრანის დაზიანება. თანაც ტელევიზორის ეკრანზე სრულიად განსხვავებული გამოსახულება იყო ვიდრე სახლში. გთხოვთ დამეხმაროთ სიმართლის დადგენაში და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. როგორ დავიცვათ ჩვენი, როგორც მყიდველის უფლებები.

ნუცა   17:36:26 2015-12-20  უპასუხე   
ინტერნეტში გავრცელდა ინფომაცია ხელოვნური ბრინჯის საქართველოს ბაზარზე აქტიურ გაყიდვაზე, ხელოვნური ბრინჯის მიღება საკმაოდ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, მაინტერესებს თუ მიმდინარეობს რაიმე სახის კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ იქნება შესაძლებელი ზუსტად გავეცნოთ ასეთი საზიანო ბრიჯის მწარმოებელი კომპანიისა თუ პროდუქციისს შესახებ ინფორამციას, რომ ზუსტად ვიცოდეთ რომელ ბრინჯზეა საუბარი. წინაწარ გიხდით მადლობას.
თამარ, CSRDG   11:22:43 2015-12-21  უპასუხე   
არა ნუცა ამ მიმართულებით კველვა არ მიმდინარეობს. ვერც იმას ვიტყვით დაზუსტებით რომ რადგან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია უტყუარი იქნებათქო, რადგან არაერთხელ ყოფილა შემთხვევა რომ მცდარი ინფორმაცია გაუვრცელებიათ. ჩვენ ბრინჯები შევამოწმეთ გმო-ს შემცველობაზე. საქართველოს ბაზარზე არსებული 30 დასახელების ბრინჯი შემოწმდა და გმო არცერთში არ აღმოჩდნა. სხვა ინფორმაცია ბრინჯის თაობაზე ჩვენ არ გვაქვს

თამუნა   16:23:16 2015-12-20  უპასუხე   
მოგესალმებით, ცოტა ხნის წინ, სუპერმარკეტში "სპარი", შევიძინე შვარტაუს ფირმის წარმოების ფორთოხლის ჯემი, რომლის ფასიც დახლზე იყო 6.40, სალაროში გადამახდევინეს 7.50. მოლარეს ვუთხარი, რომ დახლზე სხვა ფასი იყო მითითებული. გამომყვა და რომ დაინახა, რომ მართლაც 6.40 იყო მითხრა, რომ როგორც ჩანს პროდუქტი გაძვირდაო. ვუპასუხე, რომ მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ და თუ პროდუქტი გაძვირდა, მაშინ დახლზეც გაძვირებული ფასი უნდა იყოს მიუთითონ. მოლარემ დახლზე მითითებული ფასი მოხსნა.დაახლოებით ერთი კვირის წინ კარფურში შევიძინე წაბლის ჯემი, რომელსაც ეწერა 3.65 ან 3.70 და გადამახდევინეს 4.90 ამჯერად მოლარემ ამიხსნა, რომ ეს კონსულტანტების შეცდომა იყო. როგორც ჩანს, მსგავსი შემთხვევები ხშირია ჩვენი ქალაქის სუპერმარკეტებში.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge