ბოლო ცვლილებები

სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
საინფორმაციო შეხვედრები „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი“, 2 აგვისტო 2019 წ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
ბეჭდური პუბლიკაციები
ეტიკეტირების ახალი წესები
საინფორმაციო შეხვედრა "სურსათის სახელმწიფო კონტროლი" 18-19 ივლისი, 2019 წ.
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“

სულ ნიუსები: 21
შეუსაბამო ფასები ბარებსა და რესტორნებში - რჩევა უცხოელ ტურისტებს Overpricing in Bars and Restaurants - Advice to Foreign Tourists
კანონმდებლობა, რჩევები,

[For English scroll down]

საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იმატა შემთხვევებმა, როდესაც ბარებსა, თუ რესტორნებში უცხოელებს შეუსაბამოდ მაღალი ფასის გადახდას სთხოვენ, იქ შეძენილი პროდუქტების სანაცვლოდ. მაგალითად, როდესაც არის მოლოდინი, რომ თანხა 100-200 ლარს არ გადააჭარბებს, სტუმრებს 1000 ლარზე მეტსაც კი ახდევინებენ.

ეს არა მარტო იმ ტურისტებს აზარალებს, რომლებიც აღნიშნულ თანხებს იხდიან, არამედ ზიანს აყენებს საქართველოს პრესტიჟს და მის ტურისტულ პოტენციალს.

კვების ობიექტის მეპატრონეს უფლება აქვს დააწესოს საქონლისა და მომსახურების ნებისმიერი ფასი, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ მომხმარებლისათვის წინასწარ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

თუკი მაინც აღმოჩნდებით ისეთ მდგომარეობაში, როცა შეუსაბამოდ მაღალი ფასის გადახდას მოგთხოვენ, არავითარ შემთხვევაში არ გადაიხადოთ ეს თანხა!

მხარეებს შორის დავა მხოლოდ მოლაპარაკების ან სასამართლოსთვის მიმართვის გზით უნდა გადაწყდეს!

თუკი ობიექტის ადმინისტრაციასთან, თქვენი შეფასებით, ადეკვატური თანხის გადახდაზე ვერ შეთანხმდებით, დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ საპატრულო პოლიცია. პოლიციას იმის საშუალება ექნება, რომ შეისწავლოს და დოკუმენტურად დააფისქიროს არსებული ვითარება, დაკითხოს მოწმეები, ვიდეოკამერის ჩანაწერი ამოიღოს (არსებობის შემთხვევაში) და განსაზღვროს არსებობს თუ არა დანაშაულის ნიშნები.

იმ შემთხვევაში კი, თუკი ტურისტზე ძალადობა ხდება, რათა მისგან მოთხოვნილი თანხა ამოიღონ, ეს უკვე ცალსახად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმ(ებ)ის დარღვევას წარმოადგენს. ასე რომ, პოლიციის გამოძახება ამ შემთხვევაშიც ყველაზე სწორი გამოსავალია.
ზოგადად, ჩვენი რჩევაა, სიფრთხილით მოეკიდოთ ბარებისა და რესტორნების შერჩევას, განსაკუთრებით კი - ღამის საათებში; აუცილებლად წინასწარ მოითხოვეთ მენიუ, თქვენთვის გასაგებ ენაზე და გაეცანით შემოთავაზებული პროდუქტების ფასებს და მომსახურების პროცენტს.

საბედნიეროდ, ზემოთ აღწერილი შემთხვევები ხშირი არ არის. მეწარმეები და მომსახურე პერსონალი, როგორც წესი, ტურისტებისადმი ძალიან კეთილგანწყობილები არიან.

ასე რომ, გისურვებთ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო საქართველოში!

----------------------------- 

With increased number of tourists in Georgia, the cases of overcharging foreign tourists for drinks and food in bars and restaurants became more frequent. For instance, for the service with normal price of maximum 200 GEL, a person may receive a bill of 1,000 GEL or sometimes even more.

This new trend harms not only the tourists, who are forced to pay extraordinary amounts of money, but also the reputation and tourism potential of Georgia.

Owners of bars and restaurants are free to set any price for their products, but information about the price should be available to a consumer in advance.

If you are in a situation when you are requested to pay inadequately high price, do not do it!

A dispute between the sides has to be settled only through a negotiation or court!

If you do not reach agreement with administration of the business operator about the amount to be paid, call police number - 112. The police is in a position to investigate and document a case, question witnesses, obtain surveillance videos (if available) and define, whether there are signs of a crime or not.

If a tourist is a subject of a violence in order to force her/him to pay a requested amount, this is an obvious violation of Georgia’s Criminal Code. Thus, calling police is a best option also in such a case.

In general, we advise you to be cautious with selection of bars and restaurants, especially during the night. Request menu in the language you understand. Make sure that you are clear about the amount you are going to be charged for food/drinks or service you receive.

This warning does not mean that above mentioned is a common practice. Business operators are usually very friendly and hospitable. So, have a pleasant stay in Georgia! 




print version
10:21:24 2019-05-10

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge