ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
შვრიის ფანტელი HAHNE
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
კარფურში შეძენილი ასაწონი „ხაჭო 4%“
მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღე
წარმატების ამბავი - სამკურნალო-ესთეტიკური ცენტრის ხელშეკრულება
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
მუქი ქიშმიში

სულ ნიუსები: 21




print version

კომენტარის დამატება

დიანა   14:11:01 2019-03-29  უპასუხე   
გამარჯობა. ახლობელმა რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა ე. წ. ,, გაზის კალონკა", ორკამერიანი. და მითხრა, რომ იყო ,, არისტონის" ფირმის. მაგრამ თვითონ პროდუქტს დასახელება აწერია ,, aricton", ,, ariston"-ის ნაცვლად. რაც იმაზე მეტყველებს, რომ პროდუქტი ფალსიფიცირებულია. რა შეიძლება მოიმოქმედოს მომხმარებელმა ამ შემთხვევაში?
თამარ, CSRDG   17:37:18 2019-03-29  უპასუხე   
დიანა თუ შეიძლება ფეისბუქის გვერდზე მოგვწერეთ შეტყობინება, იურისტმა რომ შესძლოს დეტალების დაზუსტება

ელგუჯა   08:54:07 2017-07-06  უპასუხე   
კერძო პირთან დავდე წერილობითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მას უნდა დაემზადებინა კონკრეტული პროდუქცია. წინასწარ გადავიხადე 340.0 ლარი. აღნიშნული სამუშაო მას უნდა შეესრულებინა ორი თვის წინ. ყოველ დღე ახალ ტყუილს იგონებს. როგორ მოვიქცე. აქვს აზრი სასამართლოში გასაჩივრებას?
თამარ, CSRDG   14:03:48 2017-07-07  უპასუხე   
ელგუჯა ხელშეკრულებაში თუ გაფორმებული გაქვთ იქ იქნება გაწერილი ვადები როდის უნდა დაემზადებინა შეკვეთა შემსრულებელს და ასევე წერია ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევს.

Poppy Pauline   08:43:18 2016-08-23  უპასუხე   
გამარჯობა, 4დღის წინ სილამაზის ცენტრ "ლოტუსში" გავიკეთე პერმანენტული მაკიაჟი, ანუ ტატუაჟი თვალის და წარბის, რომელიც 4-5წელი არ გადადის. თავიდან პროპორციები არ მომწონდა,ექიმი მარწმუნებდა რომ შესიების ბრალი იყო რაც გამოწვეული იყო პროცედურისგან,მაგრამ გაიარა შესიებამ და დავრჩი დამახინჯებული,ნაწილობრივად რაღაცები წაიშალა რაც არ უნდა მომხდარიყო და მე კორექტირებისთვის დამატებით თანხას მახდევინებენ. ექიმი პროფესიონალობას იბრალებდა და გამოჩნდა რომ საცდელი ვიყავი და რა შემიძლია მე როგორც დაზარალებულმა მომხმარებელმა მოვითხოვო და შესაძლებელია თუ არა თანხა უკან დავაბრუნებინო.თუ მასთან მივალ კორექტირებაზე, უარესს გამიკეთებს, როგორც სხვა მომხმარებლებისგან ვიცი და მეც ვნახე პირველ ცდაზე რაც გააკეთა.

Nino Chikviladze   10:49:52 2016-05-28  უპასუხე   
მოგესალმებით, გლდანის საცურაო აუზზე შევიძინე აბონიმენტი, 8 ვიზიტი, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვეღარ მოვახერხებ სიარულს. დარჩენილი მაქვს 5ვიზიტი. მინდოდა აღნიშნული ვიზიტები გადამეტანა სხვა პიროვნების სახელზე. აუზის ადმინისტრაციისგან მივიღე უარი - მსგავსი მომსახურება არ შეიძლება, თუ ცნობას მოიტანთ მაქსიმუმ 3 ვიზიტს აგინაზღაურებთო. გადამამისამართეს მერიაში, მერიას ვექვემდებარებითო და გამონაკლისს არ ვუშვებთო. მაინტერესებს რამდენად აქვთ უფლება ასეთი მომსახურების, რამდენად შეიძლება მერია უწესებდეს აუზს მომსახურების სტანდარტებს და წესებს, და ასევე მე, როგორც მომხმარებელს რა შემიძლია გავაკეთო ჩემი უფლებების დასაცავად. მადლობა

ეკა   15:24:49 2015-12-28  უპასუხე   
გამარჯობათ, მაინტერესებს რა მიზეზით შეუძლია კვების ობიექტს უარი მოთხრას მომსახურეობაზე?
თამარ, CSRDG   15:33:07 2015-12-29  უპასუხე   
ეკა რა მომსახურეობას გულისხმობთ?საკვების მიყიდვას?

ეკა   17:33:35 2015-12-29  უპასუხე   
დიახ, საკვები, ყავა, ტკბილეული, კაფის მომსახურებას ვგულისხმობ.
თამარ, CSRDG   18:03:05 2015-12-29  უპასუხე   
ეკა ზოგადად კაფე არის კერძო საკუთრება და შიგნით მოქცევის წესებსაც ადგენს მეპატრონე რა საკვირველია კანონმდებლობის ფარგლებში, კანონმდებლობა არ არეგულირებს ვის შეიძლება მოემსახურო და ვის არა ამიტომ ამას თვითონ წყვიტავენ. თუმცა საოცარი და გაუგებარია რა შეიძლება იყოს მიზეზი მომსახურეობაზე უარის თქმის. საინტერესოა
თვითონ რა მიზეზი დაგისახელეს?
ეკა   18:07:42 2015-12-29  უპასუხე   
მე ყოფილი თაამშრომელი ვარ, დროებით ვიყავი და ვადა რომ გამივიდა წამოვედი, დავდიოდი ხოლმე ჩვეულებრივ და ერთხელ არ მოეწონა რო არ მივესალვე სათანადოდ და ამიკრძალა კაფეში მისვლა :D

ელენე   17:55:15 2015-10-19  უპასუხე   
მოგესალმებით. შევიძინე ბინა დიდ დიღომში, საუნივერსიტეტო დასახლებაში. მაქვს საკუთარი ეზო, რომელშიც ორი ელექტრო ბოძი დგას. რამდენიმე დღის წინ, მეზობლად ახალაშენებულ კორპუსებში გაიყვანეს ელექტროენერგია. კაბელები დამონტაჟდა ჩემს ეზოში დადგმული ბოძების გავლით. მათი დატვირთვა გაიზარდა. ახლა, სამონტაჟო ფირმა მთხოვს თანხმობას, რომ ეს ბოძები გაამაგროს და ორ-ორი 8 მეტრიანი ბოძი ჩაამაგროს ძირითადის გვერდით. რამდენად სამართლუანია მათი მოთხოვნა? რა შეიძლება შევთავაზო ბოძების გამაგრების სანაცვლოდ? და კიდევ, თუ არის კანონი, რომელიც განსაზღვრავს რა მანძილით უნდა იყოს დაცილებული ელექტრო ბოძი საცხოვრებელი კორპუსიდან? გმადლობთ.
თამარ, CSRDG   15:40:15 2015-10-20  უპასუხე   
ელენე თქვენ გჭირდებათ იურისტის კონსულტაცია. უფასო კონსულტაციები აქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და მათ მიმართეთ

ინგა   18:51:52 2015-09-15  უპასუხე   
გთხოვთ მიპასუხოთ, ევალება თუ არა (კანონით, დადგენილებით ან რაიმე ბრძანებულებით) კოსმეტიკურ კომპანიას, რომელიც ვაჭრობს კოსმეტიკით და მომსახურებასაც სთავაზობს მომხმარებელს თვალსაჩინო ადგილას ჰქონდეს გამოკრული მომსახურების პრეისკურანტი და კოსმეტიკის ფასები?
თამარ, CSRDG   14:53:26 2015-09-16  უპასუხე   
ინგა თქვენს შეკითხვაზე იურისტისაგ ასეთი პასუხი მივიეთ: პროდუქტის/მომსახურების გამყიდველს აკისრია ვალდებულება მყიდველს/კლიენტს მიაწოდოს სრული ინფორმაცია პროდუქტზე, მათ შორის პირველ რიგში - ფასზე.
ასეთ საკითხებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 343-ე; 348-ე; 54-ე; 79-ე; 81-ე და 84-ე მუხლები არეგულირებს. ეს მუხლები განსაზღვრავს პირობებს, რომლებიც უნდა დაიცვან იმ პირებმა რომლებიც საკუთარ პროდუქტსა თუ მომსახურებას საჯაროდ, პირთა განუსაზღვრელ წრეს სთავაზობს. ამ პირობებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობები ეწოდება. ეს პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა ხელშეკრულების ნაწილად თუკი გამყიდველი თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს, ან სხვაგვარად შეუზღუდავად გაცნობის საშუალება იარსებებს და მიუთითებს ამ პირობებზე, აგრეთვე თუკი მყიდველს/კლიენტს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები. პროდუქტის/მომსახურების ფასის შესახებ მკაფიო ინფორმაციაც უნდა განთავსდეს საჯაროდ, პროდუქტის განთავსების ადგილზე ან სხვაგვარად უნდა იყოს ხელმისწავდომი მომხმარებლისთვის.
ინგა   16:42:13 2015-09-16  უპასუხე   
დიდი მადლობა პასუხისთვის.

თამუნა   14:46:43 2015-07-01  უპასუხე   
მოგესალმებით,თუ შეიძლება მირჩიოთ,როგორ მოვიქცე როდესაც მთელი დღის განმავლობაში ვრეკავ თელასში,რათა მივიღო ინფორმაცია ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით, და გამუდმებით ან სულ დაკავებაა ან არავინ პასუხობს

მედეა   21:08:45 2015-02-20  უპასუხე   
გამარჯობატ მაინტერესებთ დამეხმარებით თუ არა. სადარბაზოს წინ სულ ტალახია ვის მივმართო რომ ასვალტი დაგვიგონ . მთელი კორპუსი ვართცოდვა . სულ რაგაცა 200 მეტრია.გელით თქვენ პასუხს
მედეა   10:38:03 2015-05-17  უპასუხე   
რატომ არ მპასუხობთ
თამარ, CSRDG   11:00:05 2015-05-18  უპასუხე   
მედეა ბოდიში, ეტყობა გამოგვრჩა თქვენი კომენტარი. თვენი რაიონის გამგეობას მიმართეთ კორპუსის მაცხოვრებელთა განცხადებით

თამუნა   18:45:23 2015-02-08  უპასუხე   
სამკაული მივიტანე შესაკეთებლად ხელოსანთან ვაგზალზე.რის გამოც მივიტანე - ის პრობლემა მაინც ვერ მომიგვარა ხელოსანმა, ისევ მივიტანე და სამწუხაროდ მეორე დღესვე ამოვარდა ჩასმული ნაწილი.საკმაოდ დიდი თანხა გადავიხადე შესაკეთებლად.მაინტერესებს როგორ შეიძლება დავიცვა ჩემი უფლებები.მადლობა წინასწარ
თამარ, CSRDG   13:13:15 2015-02-09  უპასუხე   
თამუნა რაიმე სახის დოკუმენტ თუ გაქვთ, იმის დამადასტურებელი მაინც რომ ხელოსანთან გქონდათ მიტანილი შესაკეთებლად კიდევ შეიძლება უფლებების დაცვაზე ფიქრი. იმისათვის რომ სამართლებრივად გამართული დავა აწარმოოთ საჭიროა ხელოსანთან ნივთის ჩაბარების დოკუმენტი ორივე შემთხვევაში, სადაც დაფიქსირებული იქნება რა სახის დაზიანებით მიიტანეთ. ასევე საჭირო იქნება თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარიც

თამუნა   12:44:50 2015-01-12  უპასუხე   
თუ შეგიძლიათ მირჩიეთ ვის მივმართო.სადარბაზოში ნაგავს გამოიტანს მეზობლები და 2 დღე ან იყო შემთხვევები 3 დღის განმავლობაში არ გადაუყრიათ.ამის მარეგულირებელი რაიმე სამსახური არსებობს?
თამარ, CSRDG   15:05:06 2015-01-16  უპასუხე   
თამუნა, სადარბაზოს შიგნით არსებული ურთიერთობები არის მეზობლების/ამხანაგობის კომპეტენცია და აქ მუნიციპალიტეტი ან სახელმწიფო ვერ ერევა, ამიტომ მათ შეუძლიათ საერთო კრების მოწვევა და მესაკუთრისთვის თუ დამქირავებლებისთვის მოქმედების წესის განსაზღვრა. რაც შეეხება უფლების დაცვას, ამ შემთხვევაში მოქალაქეს ან ამხანაგობას სასამართლოს წესით შეუძლიათ ზიანისა თუ მოქმედების აკრძალვის მიღწევა.
თამარ, CSRDG   15:32:24 2015-01-12  უპასუხე   
თამუნა გავარკვევთ ვის ეკუთვნის ეს საკითხი და მოგწერთ

ნოდარი   13:54:37 2015-01-10  უპასუხე   
გამარჯობათ!
ამ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ავტომობილების გაზგასამართ სადგურებში (ვისოლისა და გალფის გარდა)მომხმარებელთა მოტყუების ფაქტები. მოგახსენებთ კონკრეტულ მაგალითს: 10 კუბიანი ბალონის გავსება ბოლომდე, ვისოლისა და გალფის გაზგასამართ სადგურებში ჯდება 12 ლარი და 30 თეთრი, ხოლო იგივე 10 კუბიანი ბალონის გავსება დუშეთის, გურჯაანის, ყვარლის და ბევრ სხვა რაიონების გაზგასამართ სადგურებში ჯდება 15 ლარი და 50 თეთრი. აშკარაა ხალხს უსირცხვილოდ ატყუებენ და ყვლეფავენ. ამას აქვს არა ერთეული შემთხვევების სახე, არამედ მიიღო სისტემური ხასიათი. საჭიროა სასწრაფოდ ჩაერიოს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი ამ საკითხის ინსპექტირებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა აღიკვეთოს ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის ძარცვა.

irodi   01:45:41 2014-11-24  უპასუხე   
გამარჯობათ იქნებ მირჩიოთ როგორ უნდა მოვიქცე როცა ინტერნეტის ცუდი კავშირის გამო მატერიალურად ვიზარალე რამდენჯერმე?
თამარ, CSRDG   13:23:58 2014-11-24  უპასუხე   
უნდა მიმართოთ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მომხარებელთა ინეტერესების დამცველს და იქ დაგეხმარებიან

gvantsa83   11:50:28 2014-11-21  უპასუხე   
მაინტერესებს იქნება თუ არა საქონელზე დნმ ის გაკეთება სადმე შესაძლებელი ან სადმე რომ გავაგზავნით ხომ არ იცით

teona   11:20:38 2014-10-20  უპასუხე   
თქვენბი დახმარება მჭირდება,არ მიმიგია დენის ქვითარი და არც ძველი არ მაქვს როგორ გავიგო აბონენტის ნომერი რომ თანხა ჩავრიცხო აპარატით?
თამარ, CSRDG   11:47:39 2014-10-20  უპასუხე   
თეონა მიაკითხეთ თქვენი უბნის თელასის სამსახურს და მისამართის მიხედვით გეტყვიან რა ნოემრი აბონენტი ხართ

ანი ანა ჯიხვაშვილი   22:46:31 2014-09-17  უპასუხე   
სტუდენტი ვარ და მინდა ვარკეთილიდან გლდანში გასვლა ხომარიცით რა ნომერი გადის? და ასევეე დიღმის მასივიდან გლდანში ? წინასწარ მადლობაა
თამარ, CSRDG   14:55:18 2014-09-18  უპასუხე   
ანი დიღმის მასივიდან გლდანში #24 და#51 ავტობული დადის. ვარკეთილიდან გლდანში რამდენადაც ჩვენ ვიციტ არაფერი არ დადის და გადაჯდომით უნდა იმგზავროთ, ან ყველაზე მარტივია მეტროთი მეტრო ვარკეთილიდან მეტრო ახმეტელამდე.

natia   17:14:50 2014-09-16  უპასუხე   
ერთი ამბის გარკვევა მინდა, მეგობრებო და იქნებ დამეხმაროთ?
დღეს ექსპრესპეის აპარატით ვავსებდი სამგზავრო ბარათს, 10 ლარი ჩავრიცხე და როცა უნდა შევსებულიყო ბარათი, პროგრამამ გაჭედა. ორი-სამჯერ ვცადე იგივე ოპერაციის განხორციელება და არაფერი გამომივიდა, ამასობაში მოვიდა ავტობუსი, სამსახურში რომ არ დამეგვიენებია, ავედი და თან ცხელ ხაზზე დავრეკე, იქ კი მიპასუხეს, რომ ჩემი 10 ლარი ავტომატურად ჩაერიცხა იმ ადამიანს, ვინც ჩემს მერე მივიდა ავტომატთან და მობილურის შევსება დააპირა, თანხას კი თვითონ არ დამიბრუნებდნენ, რადგან ასეთ რამეს არავინ ავალდებულებს. ახლა ის მაინტერესებს, ან მე რა დავაშავე, ან ვისაც ჩაერიცხა, რომ გავიგო, იმას როგორ მოვთხოვო თანხა, განა კომპანია პასუხს არ უნდა აგებდეს, პროგრამის გაჭედვის გამო მომხმარებელი რომ ზარალდება?
თამარ, CSRDG   16:02:40 2014-09-17  უპასუხე   
ნათია ამ კითხვით მიმართეთ ორგანზიაციას, სადაც უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევთ. მათი ნომერია 242 4440

არსენა   08:36:45 2014-09-09  უპასუხე   
გამარჯობა თუ იცით რუსთაველზე რა ნომერი მარშუთი მიდის
თამარ, CSRDG   12:10:36 2014-09-10  უპასუხე   
არსენა ეს ინფორმაცია დააზუტეთ სამარშუტო კომპანიის ცხელ ხაზზე. აუცილებლად დაუზუსტეთ საიდან გაინტერესებთ რუსთაველზე მოხვედრა. მათი ნომერია 2 200 340

irina   10:44:26 2014-08-21  უპასუხე   
გამარჯობათ!
ძალიან მაინტერესებს სილამაზის სალონებში, თუ დაგვაზარალეს, როგორ მოვთხოვოთ პასუხი? მე ძაან გამიფუჭეს თმა, იმდენად რომ გარეთ ვეღარ გავდივარ. ჩემს პროტესტზე კარისკენ მიმითითეს, თუ არ მოგწონს სხვა სალონში წადიო.
ჩემს უფლებებს ვინ დაიცავს? ეს ვაი-სალონები ასე სოკოებივით რომ არიან მომრავლებულნი ქალაქში და 200$-ად ნაყიდი სერტიფიკატებით არაპროფესიონალები, ლახავენ მოქალაქეების უფლებებს, გვაზარალებენ, უტაქტოდ ეპყრობიან კლიენტებს, ჩვენ უფლებებს ვინ დაიცავს იქნებ მირჩიოთ?
თამარ, CSRDG   22:41:35 2014-08-21  უპასუხე   
ირინა, ვინაიდან საქართVელოში არ არსებობს სტრუქტურა, რომლის კომპეტენციაც ასეთ და სხვა შემთხვევბში მომხარებელთა უფლებების დაცვაა თქვენს შეკითხვაზე პასუხი არ გვაქვს. ჩვენს საიტზე ან ფეისბუქის გვერდზე მომხარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე, დაზარალებულ მომხარებლებს ვთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მიმართეთ ამ ორგანიზაციას და ისინი დაგეხმარებიან ტქვენი უფლებების დაცვაში

თეა   14:57:29 2014-06-04  უპასუხე   
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოფიციალური ვებ გვერდზე მოცემულ ბლოკზე, http://www.georgianwater.com/main.php?pg=cnt, რომლის სახელწოდებაცაა - "მოგვწერეთ", ორჯერ დავსვი შეკითხვა, არცერთზე პასუხი არ მიმიღია.
ასევე არ მიმიღია პასუხი - სოციალური სამსახურის სააგენტოსგან - http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=21
აქვე აღვნიშნავ, რომ არცერთი დასმული შეკითხვა არ არღვევდა ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობას და წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას.

NODARI   20:30:08 2014-05-01  უპასუხე   
ბოლოს და ბოლოს როდის უჰდა მიიღონ მომხმარებელთა დაცვიც კანონი-ეს კანონი არის ყველაზე მთავარი. არა სცხვენიათ პედოფილების დამცავ კანონებს იღებენ/მომხმარებელი ,რომელიც ყველაა-ასეა მიტოვებული.ფუი ასეთ ცხოვრებას
თამარ, CSRDG   11:17:08 2014-05-02  უპასუხე   
ვერ გეტყვით ნოდარ, ჩვენ ისევ ვცდილობთ ვაიძულოთ პარლამენტი და მთავრობა რომ გამზადებული კანონი განიხილონ მაინც, თუმცა არაფერი გამოგვდის ჯერჯერობით. ვხვდებით ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს, ვიღებთ დაპირებებს, მაგრამ არაფერი იცვლება ფაქტია

ზურა გოგიტიძე   17:05:51 2014-05-01  უპასუხე   
2012 წლის 11 მაისს Elit Electronics ბათუმის ფილიალში შევიძინე ტელევიზორი Sony KDL-40EX720, რომელშიც 1800 ლარი გადავიხადე,ტელევიზორი გაფუჭდა 1 წელსა და 3 თვეში,მოვითხოვე მისი შეკეთება, რაც არ მოხერხდა იმიტომ რომ, თურმე 1 წელზე მეტი გარანტია არ ქონდა, რაც ნამდვილად არ ვიცოდი. კომპანიის მიერ მითითებულ სერვის ცენტრში დასკვნაში ჩაწერეს რომ დაზიანებულია ეკრანი, თუმცა არ მიუთითეს ქარხნული ან ფიზიკური დაზიანება ან დაზიანების რაიმე მიზეზი, ნუ მოკლედ დღემდე ვცდილობ დავიბრუნო ტელევიზორი, რომელიც შეაკეთეს და დამატებით მთხოვენ 1500 ლარს. გთხოვთ დამეხმაროთ
თამარ, CSRDG   11:19:37 2014-05-02  უპასუხე   
ბ-ნ ზურაბ. ელ ფოსტაზე მოგწერეთ იურისტის საკონტაქტო ნომერი. დაუკავშირდით და კანონმდებლობიდან გამომდინარე დაგეხმარებათ

ქეთი   18:08:52 2014-03-14  უპასუხე   
გამარჯობათ, თქვენი დახმარება ან დაკვალიანება მჭიდრდება, გადამზიდავი კომპანია usa2georgia, მომსახურეობით წლები ვსარგებლობდი, არანაირი ლოიალურობის პროგრამა არ ქონდათ, მიჩვევის მომენტი იყო. მომსახურეობის თანხები სულ წინასწარ დეპოზიდად მედო მათ ანგარიშზე. მოკლედ ამ ეტაპზე ჩამოსულია ჩემს სახელზე და გადახდილი 8 ამანათი, მე-9 სულ ბოლოს ჩამოსულ ამანათი (ბავშვის პლასტმასის 1.8კგ. სათამაშოზე) მითვლიან 11.კგ. ის ვითომ მოცულობით ფასს, რაზეც კატეგორიულ უარს ვაცხადებ. მაგრამ ამის გამო არ მაძლევენ ჩემს კუთვნილ ნაყიდ საქონელს, რომელზეც კომპანიის მომსახურეობის თანხა სრულად მაქვს წინასწარ წინსწრებით გადახდილი. 2 კვირაა მარტო რაც პასუხს ველოდები უიმედოდ საჩივარზე. არც მირეკავნე, რომ ვრეკავ უაზროდ უმიზეოდ მთხოვენ დაელოდეო. ვის უნდა მივმართო, არ მინდა უბრალოდ ამ საქმის ისე უკურედღებოდ მიტოვება, დღეს ელ.ფოსტაზეც მივწერე და შაბლონური პასუხი მომწერეს. ეგ იყო და ეგ
თამარ, CSRDG   18:28:34 2014-03-14  უპასუხე   
დარეკეთ 2252778 იურისტთან და დაგეხმარებათ
თაკო   17:05:02 2014-04-30  უპასუხე   
მეც დაახლ. იგივე პრობლემა მაქვს სხვა გადამზიდავ ფირმასთან, დავრეკე ამ მითითებულ ნომერზე და აბდა-უბდა პასუხი გამცეს რომ ჩვენ ეს ფუნქცია 2 თვეა აღარ გვაკისრია და მხლოდ პროდუქტები გვეხებაო... ვერც ის მითხრეს წესიერად თუ სად შეიძლება დამეხმარონ...
თამარ, CSRDG   20:29:48 2014-04-30  უპასუხე   
ხო თაკო სამწუხაროდ დროებით ეგ სამსახური შეჩერებულია, თუმცა იურისტი მომხარებლების კონსულტაციისთვის ისევ გვყავს. მომწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან მაილი და დაგიმესიჯებთ იურისტის ნომერს

maia   13:45:36 2014-03-11  უპასუხე   
რუსთაველზე, 51 სკოლის წინ მდებარეობს ყოფილი პოპულის საცხობი "გაამო". მომსახურება აქვთ საშინელი. კონსულტანტები პირდაპირი მნიშვნელობით ლანძღავენ მომხმარებლებს. თუ არსებობს რაიმე რეგულაცია რაც მომსახურების ხარისხს გააკონტროლებს?
ხშირად მიწევს ამ საცხობით სარგებლობა და დამოკიდებულება ყოველ შესვლაზე უარესდება!!!!!

რუსუდანი   11:52:32 2013-12-16  უპასუხე   
შპს"დეა"-ში, რომელის ერთერთი ფილიალი თამარ მეფის გამზირზე მდებარეობს, შევიძინე 13 ლარიანი ნივთი, რომელსაც ფასი ეწერა და კონსულტატმაც დაგვიდასტურა ეს ფასი. მოლარესთან აღმოჩნდა, რომ ეს საქონელი კომპიუტრულ ბაზაში ღირდა 16 ლარამდე. გაკვირვების და აღშფოთების შემდეგ ასეთი პასუხი მივიღე - თუ არ გაწყობთ ნუ იყიდითო. თანაც, მოლარემ 3 კაცის მომსახურებას 20 წუთი მოანდომა. აღმოჩნდა რომ გვატყვილებდნენ...
irina   10:50:43 2014-08-21  უპასუხე   
პირველი შემთხვევა არაა. თითქმის ყველა სუპერმარკეთში ანალოგიური შEმთხვევაა. გუშინ ,,ნიკორაში"-ც იგივე გამიკეთეს. ორ პროდუკტზე განსხვავებული ფასი ედო. ადებილებენ ხალსხ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და კაციშვილი არაა მომკითხავი. გააპროტესტებ და აქეთ გამოგლანძღავენ.
თამარ, CSRDG   11:53:03 2014-04-14  უპასუხე   
სამწუხაროდ, ასეთ საკითხვებს კანონმდებლობა ისეთ შემთვევაში არეგულირებს თუ გადაგახდევინებენ პროდუქტის ღირებულებაზე 20%-ით მეტს
ruska   17:42:35 2014-04-13  უპასუხე   
დეასთან დაკავშირებით მეც მქონდა ანალოგიური შემთხვევა შამპუნზე 2 ლარით მეტის გადახდა მომთხოვეს სალაროსთან, იქ კი სხვა ფასი ეწერა,
თამარ, CSRDG   11:53:44 2014-04-14  უპასუხე   
ამ საკიტხში სამართლებრივად გარკლვევისათვის შეგიძლიათ დარეკოთ უფასო იურისტთან 2252778 ლევან ჯორბენაძე

თაკო   22:46:32 2013-12-10  უპასუხე   
შარშან ამ თერმასგან შევიძინე უკრაინული გამათბობელი!!არ დააყენა ხელოსანმა სათანადოდ და თურმე ჟონავდა გაზი,კინაღამ მოვიწამლეთ მე და ჩემი მეუღლე!!! კიდევ კარგი სარკმელი მქონდა დატოვებული ღიად ,თორემ გავიგუდებოდით!!! მათ ფირმაში ჩემი ჩხუბის ხმა მთელს ქუჩას ესმოდა---აქეთ მაბრალებდნენ უსირცხვილოდ ,თქვენი ბრალი იქნებოდაო!!წელს კი საერთოდ არ თბებოდა ეს გამათბობელი,უფრო სწორად თავის თავს ითბობდა!! ძლივს იკადრეს და გამომიგზავნეს ხელოსანი(ისევ ჩხუბის შეეშინდათ)!! თავიდან "ყაზტრანსგაზს" აბრალებდნენ,მათი ბრალია,ცუდ გაზს უშვებენო,.მერე ვნახე ამ ხელოსანმა რაღაც დაარეგულირა და ეხლა მშვენივრად ათბობს,მაგრამ მაღალზე არ თიშავს...ესე იგი ,შეიძლება როგორც სხვა მომხმარებელი ამბობს ,ხანძარიო გააჩინოს?

Rusudani   13:29:18 2013-12-09  უპასუხე   
მაღაზია "თერმაში" შევიძინე კარმის გამათბობელი 10 ოქტომბერს გარანტიით. დამონტაჟებისთანავე შევნიშნე, რომ დარღვეული აქვს თერმორეგულაცია. იმ დღიდან არაერთხელ მივმართე მაღაზიას და საგარანტიოს თხოვნით შეეკეთებინათ ან გამოეცვალათ გამათბობელი. პასუხად ვიღებ რომ არავითარი პრობლემა არ არის და მე, როგორც ჩანს მეჩვენება, რომ დაზიანებულია. რეალურად მაღალ ტემპერატურაზე თემორეგულატორი კარმას არ თიშავს, რის გამოს საშინლად ხურდება და ქმნის ხანძრის სასიშროებას. დღეს მაღაზიას კიდევ ერთხელ მივმართე წერილობით. მათ უარი თქვეს ჩემი განცხადების მიღებაზე და ისევ გადამამისამართეს საგარანტიო სერვისთან. საგარანტიოში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, თუმცა ვფიქრობ აზრიც არ აქვს მათთან დარეკვას. მე არ მაქვს მატერიალური შესაძლებლობა სასამართლოს მივმართო. გთხოვთ დამეხმაროთ.
ლია, CSRDG   14:24:17 2013-12-09  უპასუხე   
რუსუდან, მისამართზე office@csrdg.ge მოგვწერეთ თქვენი ტელეფონი და მოხალისე ადვოკატი დაგიკავშირდებათ

ბექა   22:05:59 2013-10-27  უპასუხე   
დღეს, 27 ოქტომბერს მე და ჩემი უცხოელი მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან მცხეთაში წავედით, სასეირნოდ, დასათვალიერებლად, ტაძრები მოვინახულეთ და რომ მოგვშივდა, ჭამა გადავწყვიტეთ. სულ 6-ნი ვიყავით. საღამო იყო უკვე, ალბათ, 6 საათი იქნებოდა. მივედით რესტორანში "ძველი მცხეთა", რომელიც მდებარეობს სვეტიცხოვლის უკან. გარეთაც აქვთ მაგიდები და შიგნით, შენობაშიც, შიგნით თითქმის არავინ იჯდა, 1 თუ 2 მაგიდა მხოლოდ. გარეთ 1 მაგიდა იჯდა. მენიუ არავინ მოგვიტანა, მანამ ჩვენიდან ერთ-ერთი არ მივიდა მენიუს ასაღებად და თავად მოგვიტანა. მიმტანი (თეო) არ მოვიდა ჩვენთან, არც კი შემოგვხედა. გავიდა დაახლოებით 15 წუთი (ამ დროში ზოგჯერ შეკვეთა მზადაა ხოლმე უკვე), თუმცა კვლავ არავინ მოგვაქცია ყურადღება. გადავწყვიტე, შევსუიყავი შენობაში და მეკითხა, მოგვაქცევდნენ თუ არა ყურადღებას, 15 წუთია გელოდებით-მეთქი. ქალბატონმა თეო-მ მითხრა, წეღან ხომ გითხარი, რომ ვერ მოგემსახურებიო, ძალიან დაღლილი ვარო. ვუპასუხე, რომ ახლოს არც კი მოსულხარ და შესაბამისად არაფერი გითქვამს მეთქი. თუ მითხრა, რომ ვერ მოგვემსახურებოდა და დაგვინახა ჩვენ არ წავედით, უნდა მიმხვდარიყო, რომ ვერ გავიგეთ. ჯამში კი 3 მაგიდა იჯდა დაახლოებით, 70% ცარიელი იყო. პირდაპირ მითხრა, ვერ მოგემსახურებით, დაღლილი ვარ, მარტო ვარ და 2 საათი მაინც დაგჭირდებათ ლოდინიო, არა და მინიმუმ 3 მიმტანი დავინახე დარბაზში. მე ვიკითხე, ადმინისტრაციისგან არის ბრძანება მეთქი? და დადებითI პასუხი გამცა, კი ბრძანებააო. მიპასუხა ჟარგონებით, ადექით და სხვაგან წადით, ნუ ჟინიანობო. ჩემმა უცხოელმა მეგობრებმაც გადაწყვიტეს შელაპარაკებოდნენ, თუმცა ყვირილი დაიწყო და თავიდან მოგვიცილა მიმტანმა. რა თქმა უნდა, დავტოვეთ კვების ობიექტი ძალიან გაბრაზებულებმა.
ძალიან გთხოვთ, ვისაც კი რა ინფორმაცია მოგეპოვებათ, დამეხმარეთ, პასუხი ვაგებინო ამისათვის ამ კვების ობიექტს. როგორ მოვიქცე, აქვთ თუ არა უფლება ამის გაკეთების ოფიციალური და ტყუილის თქმის, რომ ერთი იყო, არა და სხვა მიმტანებიც იყვნენ. ვის მივმართო, არავინ არეგულირებს ამას?
თამარ, CSRDG   12:54:55 2013-10-28  უპასუხე   
ბექა ამ საკითხს არავინ არ არეგულირებს.ერთადერთი რესტორნის ადმინისტრაციაა დაინტერესებული რომ მის რესტორანში მომსახურეობის პირობები იყოს მაღალ დონეზე, სუფთად კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე. ასე, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ რესტორნის ადმინისტრაციას ან დირექციას მიმართოთ თქვენი საჩივრით, რადგან მომსახურე პერსონალმა მათი ინტერესები დააზარალა და კლიენტი დააკარგვინა. ამ რესტორნის საკონტაქტო ნემერია +995 790 10 78 38. რესტორანს ასევე აქვს თავისი ფეისბუქის გვერდი და ეს საჩივარი იქაც შეგიძლიათ დაწეროთ https://www.facebook.com/OldMtskheta
irina   10:57:29 2014-08-21  უპასუხე   
თქვენი პასუხი პირდაპირ მაღიზიანებს. გამოდის უპატრონო და უთავმოყვარეო ქვეყანა ვართ? რესტორნებში მომხმარებლის უფლებებს არავინ იცავს? ის მენეჯერიც თუ სიფლლი, გაუნათლებელი ხეპრეა, ვის მივმართოთ? ან ეს გვერდი რატომ შექმენით, თუ კი მომხმარებლებს პასუხს ვერ სცემთ? საქართველო კი არა ბარდაკია.

nika   13:34:54 2013-10-03  უპასუხე   
ჩემს კითხვაზე, თუ რატომ ვერ გამაქვს მაქსიმუმიდან დღეში 500 ლარზე მეტი, წარმომადგენელმა მიპასუხა, რომ ეს ასე არ არის და უპრობლემოდ შეიძლება გადარიცხვა, მიუხედავად ამისა, ვერ მოვახერხე თანხისს ბოლომდე გატანა, ყოველ დღე რაღაც პრობლემებს მიქმნიდნენ.მინდა ყველგან ანტი რელამა გავუკეთო ამ ტოტალიზატორს.ვისაც არ ჯერა, შეუძლია იხილოს ეს სტატია, სანამ სასამართლოს არ მიმართეს, ისე არ მოისვენეთ

სტატია

სერგი   21:34:02 2013-09-30  უპასუხე   
მაქსიმუმთან დაკავშირებით მეც მაინტერესებს, საზღვარგარეთ ვარ და ონლაინ რეჟიმში ვერ გამაქვს თანხა. როგორ მოვიქცე?საიტი რატომ არ მუშაობს?იქნებ გვიპასუხოთ?
თამარ, CSRDG   11:21:45 2013-10-02  უპასუხე   
სერგი ჩვენც ვდილობთ მათთან დაკავშირებას მაგრამ ტელეფონებს არ პასუხობენ სამწუხაროდ
ჯონი   21:51:08 2013-09-30  უპასუხე   
გუშინ ვიყავი მისული და მითხრეს ფინანსური პოლიციაა შემოსული და ყველაფერი დაბლოკილი აქვთო. არ ვიცით როდის გაიხსნებაო


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge